მუზეუმის კვირეული / აქცია "მოდი ღამე მუზეუმში"
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი - ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ. http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
აქცია „მოდი ღამე მუზეუმში"
culturegovge culturegovge
მარნეულის მუნიციპალიტეტი აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ შეურთდ...
Municipality of Marneuli
„მოდი ღამე მუზეუმში“
Municipality of Marneuli
ღამე მუზეუმში - მუშტაიდის გაცოცხლებული ისტორიები
culturegovge culturegovge
გრიგოლ ნემსაძე აქციაზე #მოდიღამემუზეუმში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში
culturegovge culturegovge
მოდი ღამე მუზეუმში - მუშტაიდის გაცოცხლებული ისტორიები
culturegovge culturegovge