საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 27 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ გაიმართა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ მასპინძლობდა.
27 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, მუშტაიდის პარკში საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის პროექტის -„მუშტაიდის გაცოცხლებული ისტორიები“ გახსნას დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო გამოფენები, რომელიც ასახავდა კავკასიის კუსტარული კომიტეტისა და მუზეუმის ადრეულ ისტორიას, იმდროინდელ საქმიანობასა და ამავე დროს, იდუმალი ირანელი აყა მირ ფათაჰ მუშტაიდისა და მისი სასახლის ისტორიას, რომლის სახელიც ბაღს ეწოდა. ღონისძიების მანძილზე, გაცოცხლებული პერსონაჟები - მეყვავილეები, კარისკაცები, მეეზოვეები დამთვალიერებელს სხვადასხვა სივრცეებში მასპინძლობდნენ; იქვე მოწყობილ სახელოსნოებში ხელოვანები ვიზიტორებს მუზეუმის ექსპონატების შესახებ უყვებოდნენ, აჩვენებდნენ სხვადასხვა სახელოსნოების მუშაობას და ერთად ქმნიდნენ ცალკეულ ნიმუშებს.
მუშტაიდის ბაღის ორსაუკუნოვან ისტორიას აცოცხლებდა ევროპული, ქართული და აღმოსავლური მუსიკა.
დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იყო ღია - ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანი სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატეს და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდეს.
აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.
27 მაისს, აქციის „ღამე მუზეუმში“, ფარგლებში, მგზავრთა თავისუფალი გადაადგილების მიზნით, თბილისის მერიის ხელშეწყობით, დაწესდა ავტობუსების უფასო სპეციალური მარშრუტები.
აღნიშნული ავტობუსები, აბრით „ღამე მუზეუმში“, აქციის ფარგლებში ჩართული მუზეუმების მიმართულებით მოძრაობდნენ. ასევე, 27 მაისს, აქციის ფარგლებში, მგზავრთა ავტობუსებით მომსახურება, განსაზღვრულ სამარშრუტო ნომრებზე, 28 მაისის 01:30 საათამდე გახანგრძლივდა.
http://culture.gov.ge