ზუგდიდის ერთ-ერთი უბნის კომისიის წევრებმა ხმები დამოუკიდებლად ვერ დათვალეს
10/21/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის სოფელ კახათის #50-ე უბანში კომისიის წევრები, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები განეხორციელებინათ, თუმცა უშედეგოდ.
შესაბამისი პრცედურის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადგილზე ცესკოს წარმომადგენელი მივიდა. მან უბნის კომისიის წევრებს ადგილზე ასწავლა, თუ როგორ უნდა დაეთვალათ გაცემული და გაფუჭებული ბიულეტენები და როგორ უნდა შეედგინათ ტოლობა ამომრჩევლების ხელმომწერების რაოდენობასთან.
აღნიშნულ უბანზე მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მოიგო. მან სულ რეგისტრირებული 418 ამომრჩეველიდან 195 ხმა მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან კონჯარიამ - 91, დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ კი 73, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ - 40, ხოლო „პარტიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ -1.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: / rado.atinati
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/