თუ ექიმი არ რეკავს - კოვიდის დისტანციური მართვის პრობლემები სამეგრელო-ზემო სვანეთში

31.08.2021 02:49

ზუგდიდელ ნინო კემულარიას კორონავირუსი გაზაფხულზე დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალის მონაცემები ტესტირების პუნქტში ჩაინიშნეს და უთხრეს, რომ ოჯახის ექიმი დაუკავშირდებოდა, თუმცა არც იმ დღეს, არც მომდევნო დღეებში მისთვის არავის დაურეკავს. მედიკოსებთან კონტაქტი თვითონაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. "მე მომდევნო დღესვე მქონდა სურვილი კონსულტაცია გამევლო, რადგან თავს კარგად არ ვგრძნობდი. ძალიან ვღელავდი ბავშვებზე. დავრეკე 112-ზე და მითხრეს, რომ წესით უნდა დაერეკათ და გადასცემდნენ მონაცემებს. ამავდროულად, ambulatoria.ge-ზე მოვიძიე ჩემი უბნის ექიმი, დავრეკე დევნილთა პოლიკლინიკაში, თუმცა მიპასუხა უფროსმა და მითხრა, რომ ექიმებმა უარი განაცხადეს კონსულტაციებზე, რადგან მათ ხელფასები არ დაურიგდათ. სანამ კარგად არ ავაწიოკე და რამდენჯერმე არ დავრეკე 112-ზე, არ დამიკავშირდნენ. ჩემი მოთხოვნით ერთ-ერთი ოჯახის ექიმი დამეკონტაქტა. გარდა ამისა, მეორე ექიმისთვისაც გადაუციათ ჩემი მონაცემები და ისიც დამიკავშირდა. რაც შეეხება ბავშვებს, როგორც კი დაუდასტურდათ ინფექცია, აიყვანეს აღრიცხვაზე და პედიატრი იყო ძალიან ყურადღებიანი, სულ გვირეკავდა, ძალიან სწორი და კარგი მიდგომები ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შეიძლება ითქვას მსუბუქ ფორმაში გადავიტანე, სტრესი და ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელსაც იწვევდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი, გაცილებით მძიმე იყო ჩემთვის. კონსულტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნერვიულობის ფონზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ", - ამბობს ნინო. ნინოს მსგავსად ამ პრობლემას სხვა კოვიდინფიცირებულებიც აწყდებიან. ადგილობრივი ონლაინ კლინიკის კოორდინატორი ტატო ბერია ამბობს, რომ ინფიცირებულის მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან რეგიონების მიხედვით ონლაინ კლინიკებს ეგზავნება, რის შემდეგაც ოპერატორთან შემოსული საქმე მონიტორინგზე მორიგე ექიმს აჰყავს. "საქართველოში ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილიდან პროცესში ჩაერთვნენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ექიმები, რომლებსაც პირობითად ონლაინ კლინიკები და ონლაინ ექიმები შეარქვეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ბაზაზე არსებული ონლაინ კლინიკა კოვიდინფიცირებულ პაციენტებს 24/7-ზე ემსახურება. გვყავს 12 ექიმი და 2 პედიატრი, ისინი დისტანციურ მეთვალყურეობას უწევენ პაციენტებს. თუ ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, გადაგვყავს სამედიცინო დაწესებულებაში. თუ არა, ჩვენი ექიმები მართავენ 10 დღის განმავლობაში", - ამბობს ტატო ბერია. ის განმარტავს რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები უფინანსდებათ, უზრუნველყოფილია ინფიცირებულების ტრანსპორტირება და სრული დიაგნოსტიკა. "მოგეხსენებათ თუ როგორ იმატა ინფიცირებულთა მომართვიანობამ, აგრესიამ, ცხელ ხაზზე დაფიქსირებულთა პრეტენზიებმა - თუ რატომ არ უკავშირდება ინფიცირებულს ონლაინ ექიმი. ძალიან ბევრი ასეთი პრეტენზიის და ზარის გადამოწმებისას დადგინდა, რომ პაციენტის მონაცემები არ არის გამოგზავნილი ონლაინ კლინიკაში, რომ მართოს ოჯახის ექიმმა. არის შემთხვევები, როდესაც არის ბაზაში, მაგრამ საკონტაქტოდ მითითებული ნომერი არასწორია, ან სხვას ეკუთვნის ან კიდევ მიუწვდომელია", - ამბობს ექიმი. ამ ეტაპზე მის დაქვემდებარებაში მყოფი ექიმები და პედიატრები ზუგდიდის, მესტიისა და სენაკის მოსახლეობას ემსახურებიან. ყოველდღე მათ 140-160 ახალი ინფიცირებულის აღრიცხვა უწევთ. "საზოგადოებას მინდა მივმართო, ნუ იქნებიან აგრესიულები ექიმების მიმართ. თქვენს მონაცემებზე რეაგირებას ონლაინ კლინიკის ექიმები დროულად აწარმოებენ, მთავარია ონლაინ კლინიკის ბაზაში დროულად აღმოჩნდეთ. თუ დაავადება დაგიდასტურდათ და 24 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, აუცილებლად დარეკეთ 112-ში ან 1522-ზე და დატოვეთ შეტყობინება, რომ ხართ ინფიცირებული და დაგიკავშირდეთ ოჯახის ექიმი. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ პირადად ჩემს ნომერზე დამიკავშირდეთ 592 233 112. დღეს, ყველაზე მეტად გვჭირდება თანადგომა, რომ ამ ომში გავიმარჯვოთ". ონლაინ კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის ბავშვთა სამსახურის უფროსი მზია გერგედავა. ის 0-დან 18 წლამდე პაციენტებს უწევს მეთვალყურეობას. მათი რიცხვი ერთდროულად 60-დან 70-მდე მერყეობს. "გამომდინარე იქიდან, რომ, ძირითადად, პედიატრიული პაციენტებია ჩემი მონიტორინგის ჯგუფი, დახმარებას გვიწევენ მშობლები. სწორედ მშობლის მიერ სწორად აღქმული ზოგადი კლინიკური მდგომარეობა ბავშვის, ჩემს ჩართულობასთან ერთად, არის საუკეთესო მართვა ბინაზე მყოფი პაციენტის", - გვითხრა პედიატრმა. მზია გერგედავა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი წლამდე ბავშვებში, რომელთა მართვაც ონლაინ რეჟიმში შედარებით რთულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეის მონაცემებით რეგიონში კორონავირუსის 3 413 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 444 ინფიცირებული კოვიდკლინიკებში მკურნალობს, 2 946 კი ბინაზე იმართება. 23 პირი კარანტინში იმყოფება. მხოლოდ აგვისტოში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კოვიდს უკვე 83 ადამიანი ემსხვერპლა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, 112 განცხადებას ავრცელებს
01:06

კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, 112 განცხა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარინა ბერაძე - თუ ექიმი თავის პროფესიას პატივს არ სცემს, სხვა არავინ სცემთ მათ პატივს. 15.02.2023
03:42

მარინა ბერაძე - თუ ექიმი თავის პროფესიას პატივს არ სცემს, სხ...

ERI Media • ერი მედია

\"ტოპო-ტიპი ექიმთან არ მიდის\" - გახმოვანებული საბავშვო წიგნი # 38
11:19

"ტოპო-ტიპი ექიმთან არ მიდის" - გახმოვანებული საბავშვო წიგნი...

პატარა ჟირაფი

ზუგდიდის საავადმყოფოსთან შოთიკო ცირგაიას დედამ აქცია გამართა
01:55

ზუგდიდის საავადმყოფოსთან შოთიკო ცირგაიას დედამ აქცია გამართა

Radio Atinati

მითია თუ რეალობა?! - Subscribe არ დაგავიწყდეთ
07:08

მითია თუ რეალობა?! - Subscribe არ დაგავიწყდეთ

გიორგი ღოღობერიძის ყველა ვიდეო (არაკომერციული)

ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმართელობის ცენტრი - Chachava clinic Reproduqtive health centre
06:36

ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული ჯანმართელობის ცენტრი - Chacha...

უშვილობა განაჩენი არ არის

თუ არ დავიცავთ მითითებებს, დაავადებულთა მაჩვენებელი მოიმატებს - ეპიდემიოლოგი
06:35

თუ არ დავიცავთ მითითებებს, დაავადებულთა მაჩვენებელი მოიმატებ...

მეცხრე არხი ახალციხე

ექიმი დაჯარიმდება, თუ პაციენტს იაფ და ხარისხიან წამალს არ გამოუწერს
04:40

ექიმი დაჯარიმდება, თუ პაციენტს იაფ და ხარისხიან წამალს არ გა...

telekompania gurjaani

ყველა ვიდეო