ზუგდიდის მეოთხმოცე უბანზე მარკირებიანი ამომრჩეველი მივიდა

28.11.2018 01:20

ზუგდიდში, მეოთხმოცე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს შემოწმებისას მარკირება აღმოაჩნდა, თუმცა მას უბანი დაატოვებინეს და მეორედ ხმის მიცემის შესაძლებლობა აღარ მისცეს. "შეცდომით მოვიდა ამ უბანზე, თუმცა, ნაკადის მომწესრიგებელმა შენიშნა, რომ მარკირება გავლილი ჰქონდა და უკან გავაბრუნეთ", - თქვა უბნის თავმჯდომარემ გიორგი მოსიამ. ამავე უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევა. ენმ-დან კომისიის წევრის ფატი შენგელიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ამომრჩეველი უბანზე სალომე ზურაბიშვილის აგიტაციას ეწეოდა, თუმცა, მას უბანი დაატოვებინეს. ამ ფაქტზე ენმ-ის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი მოსიას თქმით, მან აღნიშნული ამომრჩეველი გააფრთხილა, რომ ნების გამოხატვა უბანზე არ შეიძლებოდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: