ზუგდიდის 30 - ე საარჩევნო უბნის კაბინაში ნაპოვნია 7 ცარიელი ბიულეტენი

08.10.2016 01:23

უბნის კომისიის თავმჯდომარის ნანა ქირიას განცხადებით, მან თავად აღმოაჩინა ეს ბიულეტენები და კაბინიდან გამოიტანა. ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც, ასევე ნახა კაბინიდან გამოტანილი დახვეული ბიულეტენები. საარჩევნო უბანზე მყოფი ენმ - ს წევრი ლაშა დამენია და ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებენ, რომ ადგილი აქვს „სომხურ კარუსელს“ და უბნის ბათილად ცნობას ითხოვენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: