ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკისრა
ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა და მისი გადახდის ვადად 30 დღე განსაზღვრა. მოსამართლე დავით გელაშვილის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაკავებულის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ტიბუა თავს უდანაშაულოდ მიიიჩნევს. პროკურატურა ტიბუასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატი როლანდ შონია არ დაეთანხმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას. მან შუამდგომლობით მოსამართლე დავით გელაშვილს მიმართა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაუშვებდა სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, პატიმრობის ნაცვლად, ტიბუას დაკისრებოდა გირაოს გადახდა 3000 ლარის ოდენობით. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ ჯიხაშკარის ორივე უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო. ამ უბნებზე განმეორებით კენჭისყრა არჩევნების დღიდან 2 კვირის გამავლობაში დაინიშნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გააძე...
Radio Atinati
საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ ტიბუას სასამართლო ხვალ გ...
Radio Atinati
ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბარლდებულმა დანაშაული აღიარა
Livepress. ge
კაკო ტიბუას, რომელსაც ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევას ედ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა...
Radio Atinati
ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე დაკავებულს ბრალი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი...
odishitv
მცირე ინციდენტი ჯიხაშკარის 79-ე უბანზე
Radio Atinati