ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გრძელდება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის საქმეზე ბრალდებულ კაკო ტიბუას მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც სულ სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის, საარჩევნო კომისიის ორი წევრი და დამკვირვებელი. მოწმეების თქმით, ბრალდებულ კაკო ტიბუას პირადად იცნობენ და ის აღნიშნულ უბანზე არჩევნების დღეს საერთოდ არ უნახავთ. „დღეს დაკითხულმა ყველა მოწმემ, ერთის გარდა, დაადასტურა, რომ იცნობს ტიბუას და შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ის შემოჭრილებს შორის არ ყოფილა“, - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ. პროცესზე პროკურორმა ილია ტორუამ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაზიანებული გამომთვლელი და მინის ნამსხვრევები მტკიცებებულებების სახით წარმოადგინა, თუმცა, მხარეებმა მათი გამოკვლევა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. მორიგი სასამართლო სხდომა 11 აპრილს გაიმართება. ცნობისთვის, ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 13 ოქტომბერს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე დაკავებულს ბრალი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი...
odishitv
საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ ტიბუას სასამართლო ხვალ გ...
Radio Atinati
ჯიხაშკარის ინციდენტზე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გააძე...
Radio Atinati
ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო დააკ...
Radio Atinati
კაკო ტიბუას, რომელსაც ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევას ედ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მცირე ინციდენტი ჯიხაშკარის 79-ე უბანზე
Radio Atinati
მირანდა მესხი: ზუგდიდში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება
Radio Atinati