MOE: გარდაბნის მუნიციპალიტეტში ელექტროაპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭრის ფაქტი გამოვლინდა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარდაბნის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა.
გარდაბნის აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, დაკავებული იქნა მოქალაქეთა ჯგუფი ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 2 კგ ხრამულის მოპოვების ფაქტზე. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ რეზინის გასაბერი ნავი, ნიჩაბი, აკუმულატორი, ჩოგანბადე, ნავის გასაბერი ტუმბო, რეზინის კომბინეზონი და ელექტროშოკური აპარატი.
ზემოაღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს.
ამა წლის 14 მაისიდან (დეპარტამენტის შექმნის დღიდან) 30 ივნისის ჩათვლით დეპარტამენტის მიერ სულ გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 205 ფაქტი.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან