MOE: საგრანტო ხელშეკრულება საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის
04/28/2014
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, „კავკასიის ბუნების ფონდსა\" და „საქართველოს ბანკს\" შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. მას ხელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, „საქართველოს ბანკის\" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „კავკასიის ბუნების ფონდის\" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა და საქართველოს ბანკის „მომავლის ფონდის\" დირექტორმა თორნიკე გურულმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ბანკის „მომავლის ფონდი\" კავკასიის ბუნების ფონდისთვის 2014 წელს 75.000 ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება, გაუმჯობესდება მენეჯმენტი და დაიფარება საოპერაციო ხარჯები.
აღსანიშნავია, რომ \"საქართველოს ბანკის მომავლის ფონდს\" კავკასიის ბუნების ფონდისათვის შემოწირულობის სახით 2010-2013 წლებში უკვე გაცემული აქვს 300 000 აშშ დოლარი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოწესრიგებაზე დაიხარჯა. კავკასიის ბუნების ფონდის მისიას, კი თავის მხრივ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უნიკალური ბიომრავალფეროვებისა და ცალკეული სახეობების კონსერვაცია, დაცვა და განვითარება წარმოადგენს.