ტრანსპოეზიის ფესტივალის ქართველი ავტორები. რესპონდენტები: ლია სტურუა, ნინო ნადიბაიძე, ბაჩანა ჩაბრაძე
პიკის საათი. რესპონდენტები: ლია სტურუა – პოეტი; ნინო ნადიბაიძე – მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამების მენეჯერი; ბაჩანა ჩაბრაძე – მთარგმნელი. ავტორი: ელენე ტუშური. პროდიუსერი: ეკა ტალახაძე. 07.10.2020 ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მწერალთა სახლის თანამშრომლობით, ქართველი პოეტის, ლია სტურუას ლექსი ტრანსპოეზიის ფესტივალში მონაწილეობს. „რამდენი უპასუხობა“ ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე განთავსდა. ლექსის ხილვა მსურველებს ბრიუსელის მეტროში 12 ოქტომბრამდე შეეძლებათ, ხოლო 12 ოქტომბრიდან ქართველი პოეტის ლექსი სხვა ევროპელი ავტორების პოეზიასთან ერთად სენკანტენერის პარკის (ბრიუსელი) ღობეზე განთავსდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფესტივალში ოთხი ქართველი პოეტი მონაწილეობდა: შოთა იათაშვილი, მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი და ლია სტურუა. წყარო: https://1tv.ge/audio/pikis-saati-tran... ლია სტურუა *** რამდენი უპასუხობა, რამდენი სართული თავზე, საძირკველი გტკივა, ჯერ მიწა ხომ არა ხარ, დუმილს, მაინც, სწავლობ, გარედან ვინც გეხება, ისინიც არ დააფრთხო. ამაზე უარესია, ფანჯრიდან რომ გაიხედავ და ვერავის ეტყვი: - რა კარგი ამინდია! ლექსის ფრანგული თარგმანი შესულია კრებულში "მე ბევრი ვარ: თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი", გამომცემლობა ლ'ენვანტერი, პარიზი 2021: https://www.amazon.fr/Je-suis-nombreu... Lia Sturua *** Combien de non-réponses, Combien d’étages au-dessus, Tes fondations te font mal, Après tout , tu n’es pas encore la terre, Tu apprends, tout de même, à garder le silence, N’effraie pas, au moins, ceux Qui te touchent du dehors. Il serait bien pire, En regardant par la fenêtre, De ne pouvoir dire à personne : ‒ Quel beau temps ! Traduit du géorgien par B. Chabradzé Du recueil « Je suis nombreuses : Quinze poètes géorgiennes », éditions L'Inventaire, Paris 2021 : https://www.amazon.fr/Je-suis-nombreu...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე-ის სხვა ვიდეოები
02:18
Download unavailable"}},"clickTrackingParams":"CAc...
03:36
ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში Journées de la Franc...
01:46
ტყეს, რომელიც მიყვარს, ლია სტურუა ქართულად და ფრან...
03:05
მარიამ წიკლაური ქართულად / ფრანგულად. Mariam Tsikl...
03:49
Appelle-Moi Poésie : Lia Liqokeli. Traduit du géor...
24:57
„ფრანგული შანსონის“ წარდგინება პარიზში Présentatio...
28:42
ფრანგული შანსონის წარდგინება საქართველოს ფრანგულ ი...
05:13
ვახო სანაია კითხულობს სერჯო გუტილას ლექსს "ეს რომ...
მსგავსი ვიდეოები
ნაცრად ქცევის, ეკა ქევანიშვილი ქართულად და ფრანგულად. Eka Ke...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე
დავით ანდრიაძე და ლია სტურუა თანამედროვე ქართული პოეზიის შეს...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე
პიკის საათი - ტრანსპოეზიის, „სიყვარულის ჰიმნისა“ და კაპუცინე...
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე