MOE: სიუჟეტი კონფერენცია „კლიმატის დაცვის მიზნით ქალაქების დაწყვილება" - ის შესახებ


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში 2 დღიანი კონფერენცია გახსნეს. კონფერენცია სახელწოდებით „კლიმატის დაცვის მიზნით ქალაქების დაწყვილება\" გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენცია მიზნად ისახავს წაახალისოს გერმანიისა და საქართველოს ქალაქებს შორის გამოცდილების გაზიარება კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით თანამშრომლობას. კონფერენცია ფოკუსირებულია ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმების\" ხელმომწერი ქალაქებისათვის დახმარების გაწევაზე „მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმების\" მომზადება - განხორციელებაში.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან