ატომური წყალქვეშა ნავი \"Казань\" 7 მაისს გადაეცემა რფ-ის ფლოტს
დასავლური მედია თვალს ადევნებს ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი რუსული ატომური წყალქვეშა ნავის \"Казань\"-ის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, რადგან მისი მშენებლობა მიმდინარეობდა სრულიად გასაიდუმლოებულად. წყალქვეშა ნავის დაჩქარებულად ექსპლუატაციაში შესვლა უკავშირდება რუსეთის მიერ აშშ-ის თვის მნიშვნელოვანი ძალის დემონსტრირებას, რადგან სწორედ \"Казань\"-ს აქვს შესაძლებლობა, ომის შემთხვევაში, დაბომბოს აშშ-ის ქალაქები.
\"Казань\"-ის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს ჩაუშვეს წყალში. 2020 წელს, სახელმწიფო ტესტირების დროს, წყალქვეშა ნავმა ერთდროულად განახორციელა ფრთოსანი რაკეტების გაშვება ვერტიკალური სისტემისა და ტორპედოს აპარატის საშუალებით.
პუტინის ბოლო დროს გაჟღერებული ცნობილი მუქარის უკან აღნიშნული წყალქვეშა ნავიც მოიაზრებოდა, რომელიც აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით \"Оникс\" და \"Калибр\", ასევე იგეგმება მისი შეიარაღება ჰიპერზებგერითი \"Циркон\"-ებით.
აშკარაა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის პერმანენტული დაპირისპირება ახალ განზომილებაში გადადის, სადაც პოზიციების დათმობას მხარეები არ აპირებენ. საინტერესოა, რომ ჰიბრიდული ომში ძალების დემონსტრირებით მანიპულაცია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ასევე იხ.: • გამანადგურებელ F35-ის ვერტიკალური დაშ...
#კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #ინფორმაციულიომებიდასაზოგადოება #ზაზაცოტნიაშვილი
წყარო: The Sun