MOE: ბრიფინგი თბილისი+35 - ის შესახებ

29.06.2012 01:24

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... http://tbilisiplus35.ge/ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბრიფინგი თემაზე: „მთავრობათაშორისი კონფერენცია თბილისი+35" გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის" გამართა. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 2012 წლის 6-7 სექტემბერს ქ. თბილისში ჩატარდება მთავრობათაშორისი კონფერენცია თბილისი+35" გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის". პროექტის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). კონფერენციის მონაწილეები და საპატიო სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სექტორის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი დელეგატი მთელი მსოფლიოდან. კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს თბილისში 1977 წელს გამართული გარემოსდაცვითი განათლების კონფერენციის მნიშვნელობა და მოუწოდოს ქვეყნებს გარემოსდაცვითი განათლების განხორციელებისაკენ მდგრადი განვითარების მისაღწევად. თბილისის დეკლარაცია მიღებულ იქნა გარემოსდაცვითი განათლების პირველ მსოფლიო მთავრობათაშორის კონფერენციაზე, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) თაოსნობით თბილისში ჩატარდა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ბრიფინგი კონფერენციის შესახებ
01:01

MOE: ბრიფინგი კონფერენციის შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: თბილისი+35 - ბრიფინგი
01:07

MOE: თბილისი+35 - ბრიფინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: Tbilisi+35 - ბრიფინგი
01:05

MOE: Tbilisi+35 - ბრიფინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრის ბრიფინგი თბილისის ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეების უკანონო რეალიზაციის ფაქტების შესახებ
01:10

MOE: მინისტრის ბრიფინგი თბილისის ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეები...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გაიმართა
01:49

MOE: მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გაი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბრიფინგი. სრული ჩანაწერი. 04.02.2013
14:00

MOE: ბრიფინგი. სრული ჩანაწერი. 04.02.2013

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბრიფინგი საბურავების წვაზე კონტროლის შესახებ
01:10

MOE: ბრიფინგი საბურავების წვაზე კონტროლის შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბრიფინგი შირაქის ველზე ქარსაცავი ზოლის გადაწვასთან დაკავშირებით
01:35

MOE: ბრიფინგი შირაქის ველზე ქარსაცავი ზოლის გადაწვასთან დაკა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო