MOE: ბრიფინგი კონფერენციის შესახებ


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
http://tbilisiplus35.ge/
გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბრიფინგი თემაზე: „მთავრობათაშორისი კონფერენცია თბილისი+35\" გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის\" გამართა.
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 2012 წლის 6-7 სექტემბერს ქ. თბილისში ჩატარდება მთავრობათაშორისი კონფერენცია თბილისი+35\" გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის\".
პროექტის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). კონფერენციის მონაწილეები და საპატიო სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სექტორის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი დელეგატი მთელი მსოფლიოდან. კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს თბილისში 1977 წელს გამართული გარემოსდაცვითი განათლების კონფერენციის მნიშვნელობა და მოუწოდოს ქვეყნებს გარემოსდაცვითი განათლების განხორციელებისაკენ მდგრადი განვითარების მისაღწევად.
თბილისის დეკლარაცია მიღებულ იქნა გარემოსდაცვითი განათლების პირველ მსოფლიო მთავრობათაშორის კონფერენციაზე, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) თაოსნობით თბილისში ჩატარდა.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან