MOE: თბილისი+35 - ბრიფინგი

29.06.2012 01:07

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... http://tbilisiplus35.ge/ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბრიფინგი თემაზე: „მთავრობათაშორისი კონფერენცია თბილისი+35" გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის" გამართა. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 2012 წლის 6-7 სექტემბერს ქ. თბილისში ჩატარდება მთავრობათაშორისი კონფერენცია თბილისი+35" გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის". პროექტის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). კონფერენციის მონაწილეები და საპატიო სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სექტორის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი დელეგატი მთელი მსოფლიოდან. კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს თბილისში 1977 წელს გამართული გარემოსდაცვითი განათლების კონფერენციის მნიშვნელობა და მოუწოდოს ქვეყნებს გარემოსდაცვითი განათლების განხორციელებისაკენ მდგრადი განვითარების მისაღწევად. თბილისის დეკლარაცია მიღებულ იქნა გარემოსდაცვითი განათლების პირველ მსოფლიო მთავრობათაშორის კონფერენციაზე, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) თაოსნობით თბილისში ჩატარდა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ბრიფინგი თბილისი+35 - ის შესახებ
01:24

MOE: ბრიფინგი თბილისი+35 - ის შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: Tbilisi+35 - ბრიფინგი
01:05

MOE: Tbilisi+35 - ბრიფინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ბრიფინგი კონფერენციის შესახებ
01:01

MOE: ბრიფინგი კონფერენციის შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: თბილისი+35 - ის მონაწილეები
01:08

MOE: თბილისი+35 - ის მონაწილეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ნარჩენების მართვის პროექტი - Twinning
01:01

MOE: ნარჩენების მართვის პროექტი - Twinning

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ეკოტურიზმის განვითარების შედეგები
01:10

MOE: ეკოტურიზმის განვითარების შედეგები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით
02:37

დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სასტუმრო „თბილისი მარიოტში\" საქართველოს დაცული ტერიტორიების ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
01:40

MOE: სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს დაცული ტერიტორი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო