MOE: მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გაიმართა

29.04.2014 01:49

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა ავიაციის მეშვეობით მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გამართეს. ხათუნა გოგალაძის განცხადებით, თბილისის ირგვლივ არსებულ ტყით დაფარულ ფართობზე, ავიაციის დახმარებით, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები გატარდება. აღსანიშნავია, რომ ავიაციით ტყეების დამუშავება, რომელიც 5-დან 15 მაისამდე დაიწყება, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. შეწამვლა დილით, მზის ამოსვლამდე, ასევე საღამოს საათებში მოხდება და პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობით წარიმართება. ფოთლის მღრღნელი მავნებლების: ცქვლეფია მზომელა, მოზამთრე მზომელა, ოქროკუდა, ფოთლის ხერხია, მწვანე მატლები და სხვა მავნე მწერების მასობრივი გავრცელება 2013 წლის მაისში თბილისის შემოგარენში (წყნეთი, ახალდაბა, ბირთვისი, ბეთანია, კოჯორი, თეთრიწყაროს საზღვარი, ბირთვისი, მცხეთა-დიდგორი) ფოთლოვან სახეობებზე (მუხნარ-რცხილნარი, კუნელი და სხვა) გამოვლინდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარდა რეკოგნოსცირებული გამოკვლევა და დაზუსტდა მავნებლის გავრცელებისა და მაღალი რისკის მქონე ფართობები.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები
00:47

MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები
01:05

MOE: ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ავიაციის დახმარებით მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყება
00:33

MOE: ავიაციის დახმარებით მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები დ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
01:49

MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალშემკრები აუზების მეშვეობით

MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: აქცია „მწვანე მომავალი\"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნერგები გადაეცათ

MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ნერგები დარგეს

MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო