MOE: ავიაციის დახმარებით მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყება
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... ხვალ, 9 მაისს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დილის 7:00 საათიდან 10:00 საათამდე, მცხეთა-დიდგორის სატყეო უბანზე (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ავიაციის დახმარებით მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები დაიწყება. ფრენა ნატახტრის აეროდრომიდან 3 საათის განმავლობაში განხორციელდება და ულტრა-მცირე მოცულობის ჭავლით მოხდება წამლის გაფრქვევა აღნიშნულ ტერიტორიაზე. სამინისტროს შესაწამლი პრეპარატი-Lepidocid CK-M განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა, რადგან შეწამვლა ხდება დასახლებულ პუნქტებსა და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს. Lepidocid CK-M წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს. პრეპარატი - ტყის სახეობებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, დეკორატიული მცენარეები და სხვ) დასამუშავებლადაც გამოიყენება და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს, მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში არ არის ტოქსიკური! შეწამვლის პროცესში რეკომენდებულია ფუტკრის ფრენის შეზღუდვა. პრეპარატის ავიაშესხურების პროცესი მცხეთა-დიდგორისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებზე (2000 ჰა) დაახლოებით 3 დღის განმავლობაში, დილით, მზის ამოსვლამდე და საღამო საათებში განხორციელდება. მეტეოროლოგიური პირობების შეცვლის შემთხვევაში შეწამვლითი სამუშაოები შესაძლებელია გახანგრძლივდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
MOE: მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გაი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ავიაციის დახმარებით ტყის შ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტიქიის პრევენციისთვის შექმნილი შტაბის სხდომა ქუთაისში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მართვაზე წყალ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწყებლებს ნე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა პატივსა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის წარდგენა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო