MOE: შეხვედრა დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების შესახებ
04/10/2014
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
საქართველოს დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მნიშვნელობის ხაზგასმა, პრიორიტეტული უბნების სავარაუდო ნუსხის შესადგენად ინფორმაციის შეგროვება, ასევე დაცული ტერიტორიის რომელიმე კონკრეტული უბნის შერჩევა და შესაბამისი გეგმის მომზადება წარმოადგენდა.
მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია განსაზღვრავს ისეთ ბუნებრივ ან კულტურულ-ისტორიული სახის ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოსახვედრ კრიტერიუმებს. სამუშაო შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების ის კონკრეტული ობიექტები, რომელთაც სამომავლოდ მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიენიჭებათ.
ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, ექსპერტი მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების საკითხებში ტობიას გარსტეკი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.