სახიფათო ცხოველები უწყინარი გარეგნობით ★ ტოპ ფაქტები ★

01/13/2018
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / topfaqtebi  
► ინსტაგრამი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ სახიფათო და სასიკვდილო ცხოველების შესახებ, რომლებსაც საკმაოდ უწყინარი გარეგნობა აქვთ.
10. ლორი
კაიანური ლორი, ან ზანტი ლორი ლემურების მონათესავე ღამის პრიმატია. მათ ძალზე საყვარელი გარეგნობა, უზარმაზარი თვალები და ფაფუკი ბეწვი აქვთ, რაც ადამიანებში მათი მოფერების სურვილს აღძრავს ხოლმე მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ლორის კბენა შხამიანია. ის ერთადერთი პრიმატია, რომლის ნაკბენიც შხამს შეიცავს. ის ანაფილაქსურ შოკს იწვევს და ადამიანის მოკვლაც შეუძლია.
9. თაფლიჭამია მაჩვი
თაფლიჭამია მაჩვი გარეგნობით უწყინარ, პატარა სკუნსს წააგავს, თუმცა მცირე ზომის მიუხედავად ის ავი ხასიათით გამოირჩევა და ხორცით იკვებება. ამ პატარა ძუძუმწოვარს ყველაზე მამაც ცხოველად მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზომით პატარა ძაღლებს უტოლდებიან, ისინი ანტილოპას, კობრას, შავ მამბას და ხანდახან ნიანგსაც კი მიირთმევენ ხოლმე. ნადირობისას შეუძლიათ როგორც მსხვერპლის სოროში ჩაძრომა, ასევე ხეზე აცოცება. ლომები, აფთრები და ლეოპარდები მხოლოდ მოხუცებულ და დასუსტებულ მაჩვებთან ბედავენ მიახლოებას.
8. კოალა
ყველამ იცის როგორი საყვარლები არიან კოალები. ამ ავსტრალიელი ჩანთოსნების ძირითად საკვებს ევკალიპტის ფოთლები წარმოადგენს და ცხოვრების დიდ ნაწილს ისინი ძილში ატარებენ. ზრდასრული კოალა 15 კილოგრამამდე წონას აღწევს და გრძელი კლანჭებით, წვეტიანი კბილებითა და ძლიერი ყბებითაა შეიარაღებული. საფრთხის დანახვისას ისინი დაუფიქრებლად უტევენ ადამიანებს, ძაღლებსა და სხვა მტაცებლებს.
7. წითელი პანდა
ეცადეთ წითელი პანდას ფუმფულა გარეგნობამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. წითელი პანდა, იგივე ცეცხლოვანი მელა (firefox-ი) საკმაოდ ავი მტაცებელია. ისინი მარტოობას ამჯობინებენ, თუმცა შეწყვილების პერიოდებში ჯგუფებად გადაადგილდებიან და სამართებელივით ბასრი კბილებისა და ბრჭყალების მეშვეობით თავისზე ბევრად დიდ ცხოველებზე ნადირობენ. ზრდასრული წითელი პანდები სიგრძეში 65 სანტიმეტრს აღწევენ და ჰიმალაის მიმდებარე ტყეებში ბინადრობენ.
6. გეოგრაფიული ნიჟარა-კონუსი
უცნაური შეფერილობისა და სილამაზის გამო წყლის ლოკოკინების ეს სახეობა საკმაოდ ძვირად ფასობს კოლექციონერებში, მაგრამ მათი შეგროვებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ლოკოკინა კბენისას გამოყოფს შხამს, რომელიც მყისიერ პარალიზებას იწვევს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ნელა მოძრავმა ლოკოკინამ თევზების დაჭერა შეძლოს. ლოკოკინას ადამიანის მოკვლაც შეუძლია და მკურნალობა, ანტიდოტების არარსებობის გამო, არც ისე ადვილია.
5. თევზი ფუგუ
ალბათ ყველას გინახავთ სასაცილო, გაბერილი, ეკლებით დაფარული თევზი, რომელიც ბუშტს წააგავს. მისი შეხება შხამიანი არაა, თუმცა მისი ხორცის გასინჯვას ადამიანის მოკვლა შეუძლია. ერთი ფუგუს ხორცი შხამის 30 სასიკვდილო დოზას შეიცავს. იაპონიაში მათი ხორცი დელიკატესად ითვლება და მათი ხორცის მომზადება მხოლოდ სპეციალურ, ლიცენზირებულ მზარეულებს შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ფუგუს ხორცისგან ყოველ წელს მაინც კვდება რამდენიმე ადამიანი.
4. ოქროსფერი ბაყაყი
ეს მომცრო ზომის ულამაზესი ამფიბია კოლუმბიურ ჯუნგლებში ბინადრობს და უკიდურესად ტოქსიკურია. ის სულ რაღაც 5 სანტიმეტრის სიგრძისაა, მაგრამ მისი კანის მიერ გამოყოფილ შხამს 10 ადამიანის მოკვლა შეუძლია. ადგილობრივები მისი შხამით ისრების წვერს წამლავდნენ და ასე ნადირობდნენ დიდ ცხოველებზე. ბაყაყების შეფერილობა ყვითელი ფერიდან ღია მწვანემდე მერყეობს, თუმცა ყველაზე შხამიანი მაინც ოქროსფერი ბაყაყია.
3. ?
2. ??
1. ???
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები:    • უჩვეულო ფაქტები  
უჩვეულო ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ცხოველები და მცენარეები:    • ცხოველები და მცენარეები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ინტერნეტი:    • ინტერნეტი

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან