ვიდეოში მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზების შესახებ ვისაუბრებთ.
10. კარაკორამის გზატკეცილი, პაკისტანი
კარაკორამის გზატკეცილი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მოასფალტებულ საერთაშორისო გზად ითვლება და ჩინეთსა და პაკისტანს აკავშირებს ერთმანეთთან. მისი მონაკვეთები ზღვის დონიდან დაახლოებით 5 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ სიმაღლეზე ყოფნას მიუჩვეველი ადამიანი ადვილად კარგავს გონებას, რაც თავის მხრივ უბედურ შემთხვევებს იწვევს.
9. ტროლშტიგენი, ნორვეგია
ტროლშტიგენი, ანუ ტროლების ხიდი ვიწრო სამთო გზაა ნორვეგიაში. მასზე გავლისას 11 მკვეთრი მოსახვევი, ხშირი ნისლები, საბურავების ცუდი მოჭიდება და წვიმიანი ამინდი გელით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის გაფართოება სცადა, თუმცა მცდელობა დიდწილად წარუმატებლად დასრულდა.
8. პასაჟ დუ გუა, საფრანგეთი
საფრანგეთში მდებარე ეს ხიდი მოქცევის დაწყებასთან ერთად წყლით იფარება, ამიტომ სანამ მასზე გადასვლას გადაწყვეტთ, გირჩევთ საათი შეამოწმოთ. მაშინაც კი, როცა ხიდი წყალქვეშ არაა მოქცეული, ის სველია და სრიალა წყალმცენარეებითაა დაფარული.
7. ბი არ 319, ბრაზილია
BR 319 ამაზონის ჯუნგლებში გაყვანილი ნაწილობრივ მოასფალტებული გზაა, რომელიც 800 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული. გზის მონაკვეთები გადარეცხილი, ჩანგრეული და მცენარეებითაა დაფარული. ხის ხიდები კი დამპალი და დაზიანებულია და მუდმივად შეკეთებას საჭიროებს.
6. ზოჯი ლა, ინდოეთი
ზოჯი ლას გზა ერთმანეთთან ლადახზა და ქაშმირს აკავშირებს და ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს. ის მთის ფერდობზეა გაყვანილი, რომელიც გადაბრუნებული და დაჟანგული ნაავარიები ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებითაა სავსე. გზა ვიწროა, დამცავი ბარიერების გარეშე და ხშირად ტალახითა და თოვლითაა დაფარული. მასზე ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება.
5. 99-ე გზატკეცილი, აშშ
ამ გზით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სარგებლობს. ის კარგადაა მოვლილი, არც მთის ფერდობზე მდებარეობს და არც ცხოველები გადარბიან ხოლმე ღამღამობით. მიზეზი, რის გამოც ეს გზა ჩვენს სიაში მოხვდა, ღამის განათების ნაკლებობა და ხშირი ნისლებია. სტატისტიკის თანახმად ამ გზის ყოველ სამ კილომეტრზე საშუალოდ ერთი სასიკვდილო ავარია მაინც მომხდარა.
4. პასუბიო, იტალია
იტალიაში მდებარე ამ გზაზე უამრავი უბედური შემთხვევა ხდება. იტალიის ხელისუფლებამ გზის მონაკვეთებზე მანქანით და ველოსიპედით გადაადგილება აკრძალა და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის დატოვა ღია. გზას აგრეთვე 52 გვირაბის გზასაც უწოდებენ გასაგები მიზეზების გამო.
3. კეილონგ-კიშტვარის გზა, ინდოეთი
კეილონგ-კიშტვარის გზა ტალახიანი, მოუასფალტებელი გზაა, რომელიც პირდაპირ მთის ფერდობშია გაყვანილი. რეალურად კეილონგ კიშტვარი ბილიკი უფროა, ვიდრე სამანქანო გზა. მასზე არანაირი დამცავი საშუალებები არაა და სიმაღლის შიშის მქონე ადამიანებისთვის მასზე გავლა ნამდვილ კოშმარს წარმოადგენს.
2. ტრამპოლინ დელ დიაბლო, კოლუმბია
ამ გზის სახელი ქართულად ეშმაკის ბატუტია. ტრამპოლინ დელ დიაბლო თანდათან უფრო ვიწროვდება, მასზე უამრავი ბრმა მოსახვევი და ორმხრივი მოძრაობაა და გზაზე ხშირად წვება ნისლი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის მაინც აქტიურად გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
1. ბაიბურთ ოფ იოლუ, თურქეთი
ამ გზის ერთი მხარე მთის ციცაბო ფერდობია, მეორე კი - ასობით მეტრის სიღრმის უფსკრული. გარდა იმისა, რომ გზაზე დამცავი მოაჯირები არაა დამაგრებული, აქ მიმავალ მანქანებს მეწყერისა და მთიდან ჩამოცვენილი ქვების მუდმივი საფრთხე ემუქრებათ. გზა 29 მკვეთრი მოსახვევისგან შედგება და ბევრგან მხოლოდ ერთ მანქანას შეუძლია გავლა.
----------
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/ტოპ-ფაქტები-...
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები