ცხოველებისთვის სახიფათო საკვები ★ ტოპ ფაქტები ★
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?... ► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi ► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi ► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi ---------- მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობთ ყოველდღიურ პროდუქტებს, რომელთა ჭამაც ადამიანებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ შინაური ცხოველებისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. 5. შოკოლადი შოკოლადის მავნებლობის შესახებ ცხოველის მფლობელების უმეტესობისთვის უკვე ცნობილია. შოკოლადი ორ ნივთიერებას, თეობრომინსა და კაფეინს შეიცავს, რომლებიც შოკოლადის მასტიმულირებელ თვისებებზე არიან პასუხისმგებელნი. ცხოველებში ეს კუნთების ზესტიმულაციას, გულისცემის რიტმის დარღვევას, სპაზმებს, დიარეას, უძილობასა და საბოლოოდ - გულის გაჩერებას იწვევს. ადამიანები ამ ეფექტებისთვის თავის არიდებას ნივთიერებათა სწრაფი ცვლით ახერხებენ. ამ და სხვა მიზეზების გამო შოკოლადი და შოკოლადის შემცველი ყველა სახის დესერტი შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილებში უნდა შეინახოთ. 4. ხახვი ხახვი და ხახვის მონათესავე ყველა ბოსტნეული, მაგალითად ნიორი, პრასი და ა.შ, კატებისა და ძაღლებისთვის უკიდურესად სახიფათო ნივთიერებებს, პროპილის ენ-დისულფიდსა და სოდიომის ენ-პროპილტიოსულფატს შეიცავენ. კუჭში მოხვედრის შემდეგ ეს ქიმიკატები მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტის, გლუტატიონის ფორმირებას უშლის ხელს, რაც თავის მხრივ ჰემოგლობინის ჯგუფებად ფორმირებას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში ანემიითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებითა და ცხოველის სიკვდილით სრულდება. 3. ყურძენი და ქიშმიში მიუხედავად ყურძნის საკმაოდ უწყინარი შესახედაობისა, ამ ხილის ჭამა შესაძლოა ძაღლისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს. ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ყურძენი ძაღლებში თირკმლის მოქმედებას აჩერებს. ყურძნით მოწამვლის სიმპტომებია გულისრევა, დიარეა, სისუსტე, მადის დაკარგვა, შარდის გამოყოფის შეწყვეტა და ა.შ. ყურძნის მოწამვლა ხშირად მთავრდება სიკვდილით. ძაღლის მოწამვლას უკურკო და უკანო ყურძენიც იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ შხამიან ნივთიერებას თვითონ ყურძნის რბილობი შეიცავს. ანალოგიურ რეაქციას იწვევს ქიშმიშიც. 2. ხელოვნური დამატკბობლები შოკოლადის გარდა ძაღლებისთვის სხვა სახის ტკბილეულის მიღებაც არაა რეკომენდებული. საღეჭი რეზინებისა და კანფეტების დიდი ნაწილი შაქრის შემცვლელ დამატკბობელს, ქსილიტოლს შეიცავს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მათში, ვისაც დიაბეტი აწუხებს. ძაღლის კუჭში ქსილიტოლის მოხვედრისას ორგანიზმი დიდი რაოდენობით ინსულინს გამოყოფს, რომელიც სისხლში გლუკოზის შემცველობის ვარდნას იწვევს, რაც თვის მხრივ კუნთების სპაზმებს, კოორდინაციის უნარის დაკარგვასა და გულისრევას იწვევს. გარდა ამისა, ქსილიტოლი ღვიძლის ფუნქციების დარღვევაზეცაა პასუხისმგებელი. 1. პურის ცომი ალკოჰოლით ინტოქსიკაციით სიკვდილი, როგორც წესი, ძირითადად ადამიანებს ემუქრებათ ხოლმე, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ის შესაძლოა ცხოველების სიკვდილის მიზეზიც გახდეს. პურის უმო, საფუარიანი ცომის ჭამის შემთხვევაში ცხოველის კუჭის თბილი, ნესტიანი გარემო საფუარიდან ეთანოლის, ანუ ალკოჰოლის გამოყოფა იწყება. გარდა ამისა, გაფართოებული ცომი შესაძლოა კუჭში ან ნაწლავებში გაიჭედოს. სისხლში მოხვედრილი ალკოჰოლი გულისრევას, სისუსტეს, გახშირებულ გულისცემას, ჰიპოთერმიას, მუცლის გამაგრებასა და ვეტერინარის სასწრაფო ჩაურევლობის შემთხვევაში - სიკვდილსაც იწვევს. ---------- ჩვენი ფლეილისტები: ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი გეოგრაფია: • გეოგრაფია თამაშები: • თამაშები ისტორია: • ისტორია სპორტი: • სპორტი ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები
ტოპ ფაქტები-ის სხვა ვიდეოები
ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე ★ ტოპ ფა...
საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები...
არსებები, რომლებსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ საკვებად...
ზღვის ყველაზე უცნაური და ლამაზი არსებები ★ ტოპ ფაქ...
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★
ყველაზე ჭკვიანი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები...
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
10 ამოუხსნელი საიდუმლო მსოფლიო ისტორიაში ★ ტოპ ფაქ...
მსგავსი ვიდეოები
შინაური ცხოველებისთვის შექმნილ პროდუქციასა და სერვისებზე მოთ...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
რუსეთმა ცხოველებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დ...
თავისუფალი არხი - Free Channel
ჩლიქოსანი ცხოველებისთვის სხვადასხვა სახეობის ქვა მარილი
საჯიშე მეურნეობა
მიუსაფარი ცხოველებისთვის ქარელის მერიამ 54 000 ლარი გამოყო
Trialeti TV
ავეჯი ცხოველებისთვის - ქართული ნაწარმი საექსპორტო ბაზრებზე
Business Media Georgia
პროექტი ცხოველებისთვის | შენი შუადღე III ნაწილი - 19.12.202...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის
რადიო თავისუფლება