ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი ხუთ მილიონამდე გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წლევანდელი ბიუჯეტი 4 მილიონ 359 ათას 200 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. აქედან ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების რეაბილიტაციას 1,534.2 ათასი ლარი, ხოლო წყალმომარაგების ქსელის მოწყობას 688.4 ათასი ლარი მოხმარდება. 600.2 ათასი ლარი თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე გზის, სკვერის, ავტოსადგომის, სადრენაჟე სისტემის, წყალკანალიზაციის, გამწმენდი ნაგებობის და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოებისთვის.96.9 ლარი განისაზღვრა კორცხელში ჭკადუაშთან დამაკავშირებელი ხიდის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპისთვის. აღნისნული პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 843.8 ათასი ლარით დაფინანსდება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად გამოიყო მილიონ 421 ათას 300 ლარი, მუნიციპალიტეტში 14 213 ჰექტარი თხილის ფართობის დასამუშავებლად. ამასთან, როგორც დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი გამგეობის მიერ მომზადებულმა პროექტმა „ მარტოხელა მოხუცების შინმოვლის სერვისის ტაობაზე წარდგენილ იქნა ევროკავშირისსა და ჩეხეთის მტავრობის მიერ დაპინანსებული პროექტმა გაიმარჯვა და გრანტის სახით 18.2 ათასი ლარი მოიპოვა. პროექტი გამგეობის 5.7 ათასი ლარის თანადაფინასებით განხორციელდება. 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 24, 124,8 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული , 19, 1765,6 ლარისა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცდა
Radio Atinati
საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა
Radio Atinati
ზუგდიდის მერმა საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა
Radio Atinati
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
Radio Atinati
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
Radio Atinati
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
sopo xubulava
ენმ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებ...
Radio Atinati
ზუგდიდის გამგეობა 202 000 ევროს ოდენობით სესხს აიღებს
Radio Atinati