ვიდეოში ყველაზე უცნაური გარეგნობის მქონე 10 ცხოველს გაგაცნობთ.
10. რინოპითეკუსი, ანუ ოქროსფერი მოკლეცხვირა მაიმუნი
რინოპითეკუსები ძირითადად აზიაში, ჩინეთის სამხრეთ ნაწილში და ვიეტნამში ბინადრობენ. ისინი წიწვებით იკვებებიან და უზარმაზარ ოჯახებად ცხოვრობენ, რომელიც ხანდახან 600-მდე წევრისგან შედგება ხოლმე.
9. ცხვირა მაიმუნი
ინდონეზიაში მცხოვრები ეს მაიმუნები უჩვეულოდ გრძელი ცხვირით გამოირჩევიან. ადგილობრივები ამ მაიმუნებს ჰოლანდიურ მაიმუნებად ან ჰოლანდიელებად მოიხსენიებენ ხოლმე. მათი თქმით, ჰოლანდიელ კოლონისტებს ასეთივე გრძელი ცხვირები და ღიპები ჰქონდათ.
8. ვამპირი ირემი
ჩინეთის ბინადარმა წყლის ირემმა, ანუ ვამპირმა ირემმა სახელი პირიდან გამოჩრილი ეშვების წყალობით მიიღო. ამ ჯიშის წარმომადგენლები მდინარის ახლოს ცხოვრობენ ხოლმე.
7. იმპერატორი ტამარინი
ტამარინების ამ ულვაშა წარმომადგენლებს სახელი გერმანელ იმპერატორთან, ვილჰელმ მეორესთან მსგავსების გამო ეწოდათ. ისინი პერუში, ბოლივიასა და ბრაზილიაში ბინადრობენ და სიგრძეში 25 სანტიმეტრს აღწევენ ხოლმე.
6. პატაგონიური მარა
სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი არგენტინაში მცხოვრები ეს არსებები გარეგნობით კურდღლისა და კენგურუს ნაჯვარს მოგვაგონებენ. მათი წონა 16 კილოგრამს აღწევს და ისინი ძირითადად ბალახით იკვებებიან.
5. გრძელკისერა კუ
აღმოსავლური გრძელკისერა კუ აღმოსავლეთ ავსტრალიაში მცხოვრები არსებაა. კუს ეს სახეობა ბაკანში დამალვისას კისერს გვერდულად ხრის და თავს ერთერთ მხარში მალავს, რადგან გრძელი კისრის პირდაპირ შემალვას ვერ ახერხებს.
4. მარკჰორის თხა
თხების ამ ჯიშის წარმომადგენლები ძირითადად ავღანეთში, პაკისტანსა და ქაშმირში ბინადრობენ. 2015 წელს ისინი გადაშენების პირას იყვნენ, თუმცა ბოლო წლებში მათმა რიცხვმა 20%-ით მოიმატა. ჩვენს სიაში ეს ცხოველები უჩვეულო ხვეული რქების წყალობით მოხვდნენ.
3. ვარსკვლავცხვირა თხუნელა
ვარსკვლავცხვირა თხუნელა ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილშია გავრცელებული. სახელი ამ არსებამ ცხვირის უცნაური ფორმის გამო მიიღო, რომელზეც 25 000 რეცეპტორია განლაგებული.
2. ლურჯფეხა რეგვენა
ლურჯფეხა რეგვენა წყნარი ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე მობინადრე ზღვის ფრინველია. მათი სიგრძე 90 სანტიმეტრს აღწევს და გარდა ფეხების უცნაური შეფერილობისა, უცნაური საქორწილო ცეკვითაც გამოირჩევიან.
1. იაპონური ობობა-კიბორჩხალა
იაპონური ობობა-კიბორჩხალა ზღვის კიბორჩხალების ქვესახეობაა და ფეხების სიგრძით გამოირჩევა. ზრდასრული კიბორჩხალას გაშლილი ფეხების სიგრძე ხშირ შემთხვევაში 5 მეტრს აჭარბებს ხოლმე.
----------
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► ფეისბუქი: / ტოპ-ფაქტები-106039936757171
► ინსტაგრამი: / top_faqtebi
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები