ყველაზე უაზრო მსოფლიო რეკორდები ★ ტოპ ფაქტები ★

09/03/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი:   / top_faqtebi  
----------
გინესის რეკორდების წიგნი 60 წელზე მეტია რაც არსებობს და მასში ყოველწლიურად დაახლოებით 6000 ახალი რეკორდი ჩნდება. დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობთ გინესის წიგნში შესულ ყველაზე უცნაურ რეკორდებს.
10. კბილის პასტების კოლექცია
ამერიკაში, ჯორჯიას შტატში მცხოვრები ვალ კოლპაკოვის რეკორდი იმაში მდგომარეობს, რომ მას კბილის პასტების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს. კოლექცია 2012 წლის 15 ივნისს 2037 განსხვავებული ტუბისგან შედგებოდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის იაპონიიდან, კორეიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.
http://www.guinnessworldrecords.com/w...
9. საღეჭი რეზინის ყველაზე დიდი ბუშტი
2004 წლის 24 აპრილს ალაბამას შტატის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, ჩედ ფელმა საღეჭი რეზინის ყველაზე დიდი ბუშტი გაბერა ხელების გამოყენების გარეშე. გაბერილი ბუშტის დიამეტრი 50 სანტიმეტრი და 8 მილიმეტრი იყო.
8. პინგვინები
2015 წლის ნოემბერში ლონდონში, რიჩარდ ჰაუსის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოსთან უჩვეულო შეკრება გაიმართა. 624 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის ყველა წევრი პინგვინის კოსტუმში იყო გამოწყობილი.
7. კიბეზე თავით ასვლა
2015 წლის 5 იანვარს, ჩინეთში, ჯიანგუინში გადაცემის გადასაღებ მოედანზე მორიგი უაზრო რეკორდი დამყარდა. თავზე დამდგარმა ლი ლონლონგმა 36 კიბე ხელებისა და ფეხების გამოყენების გარეშე, თავით აიარა.
6. სიმძიმის ყურებით აწევა
გახვრეტილი ყურის საშუალებით აწეული ყველაზე დიდი წონა 14 კილოგრამი და 900 გრამია. აღნიშნული რეკორდი გაერთიანებულ სამეფოში, სამხრეთ იორკშირში დამყარდა ვინმე ჯონი სტრეინჯის მიერ.
5. თვალის ამოგდება ბუდიდან
კიმ გუდმანს საკუთარი თვალების ბუდეებიდან 12 მილიმეტრის მანძილზე ამოგდება შეუძლია. ეს რეკორდი მან 2007 წლის ნოემბერში, თურქეთში დაამყარა. მანძილი ოპტომეტრისტმა სპეციალური ხელსაწყოს, პროპტომეტრის საშუალებით გაზომა.
4. სიმძიმის აწევა წვერით
ყველაზე დიდი წონა, რომლის აწევაც წვერის საშუალებით მოხერხდა, იყო 63 კილოგრამი და 800 გრამი. რეკორდის ავტორი ვინმე ანტანას კონტრიმასია, რომელმაც რეკორდი თურქეთში, 2013 წლის 26 ივნისს დაამყარა.
3. ყველაზე მეტი წინდა ცალ ფეხზე
2015 წლის 14 ივლისს სლოვაკეთის ქალაქ პუჩოვში საკმაოდ უცნაური რეკორდი დამყარდა. სლოვაკმა პავოლ დურდიკმა 1 წუთის განმავლობაში ერთ ფეხზე 48 ცალი წინდის ჩაცმა მოახერხა.
2. ყველაზე შორს გაგორებული ბარდა
2014 წლის 12 ივლისს გერმანიაში, ბავარიის ერთ-ერთ სატრენაჟორო დარბაზში ანდრე ორტოლფმა სულის შებერვით 7 მეტრისა და 51 სანტიმეტრის მანძილზე გააგორა ბარდის ერთი მარცვალი.
http://www.guinnessworldrecords.com/w...
1. ყველაზე მეტი ბრუნი
2008 წლის 23 დეკემბერს ესპანეთში, გინესის რეკორდების სპეციალური გადაცემის გადასაღებ მოედანზე ჭერზე დამაგრებულ ბურღზე ჩამოკიდებულმა ჰუი გიანგმა 1 წუთის განმავლობაში 148 ბრუნი გააკეთა. რეკორდი დღემდე მოუხსნელი რჩება.
   • Guinness O Mundo dos Recordes 42º The...  
http://www.guinnessworldrecords.com/w...
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან