მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ მუშაობას ოთხი მიმართულებით გეგმავს

03/19/2018
Radio Atinati-ის მიერ

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთავრობის მიერ დაგეგმილ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, მათგან ერთ-ერთი მთავარი ხალხის ინფორმირებულობა და პროცესებში მათი ჩართულობაა. ამისთვის მოსახლეობას სპეციალური ბროშურები დაურიგდება.
მეორე მიმართულებად დავითაშვილმა მონიტორინგი დაასახელა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო საკუთარი სახსრებით დიდ ფართობებს სპეციალურ მანქანებზე დამონტაჟებული შესაწამლი აპარატებით, თერმონისლით შეწამლავს, ასევე დაცულ ტერიტორიებსა და ტყეებში სპეციალური დამჭერები დამონტაჟდება. საჭიროების შემთხვევაში ავიაციის ჩართვაც იგეგმება.

რაც შეეხება ბიოლოგიურ მავნებელს, დავითაშვილის მტკიცებით, მთავრობა შესაბამისი კვლევის გარეშე ფაროსანას ბიოლოგიური მტრის ხელოვნურად შემოყვანას არ გეგმავს.

რაც შეეხება მეოთხე მიმართულებას, დავითაშვილის ცნობით, ეს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობაა, რომლის მთავარი მიზანი მავნებლის წინააღმდეგ მიმართული გამოგონებების დანერგვა იქნება.

„დავიწყეთ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება, გვქონდა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის წარმამდგენელთან და მოსახლეობასთან, რომელთაც სამთავრობო ბრძოლის ღონსიძიების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ მაქსიმალური კოორიდნაციით წელს გვექნება სახარბიელო შედეგი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან