თხილის შემდეგ აზიური ფაროსანა სიმინდს ანადგურებს

08/15/2017
Radio Atinati-ის მიერ

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდსა და ხეხილის ბაღებში გავრცელდა. ზუგდიდის სოფლეში მოსახელობა შიშობს რომ წელს სიმინდის მოსავალსაც ვერ აიღებეს.

„შეწამლვის მიუხედავად მასიურად გაფუჭდა თხილი, რომელიც ერთადერთი შემოსავლის წყაროა ჩვენთვის, ახლა კი დგას იმის საშიშროება, რომ სრულად განადგურდება სიმინდიც, რაც იმას ნიშნავს რომ დავრჩებით მშივრები. არც ხილი ვარგა... რაც ასხია გაფუჭებულია, არც ვეკარებით გვეშინია, რომ ბავშვები მოგვეწამლება“, -ამბობს კახათის მკვიდი ლამარა ფაჩულია.ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობამ ამ პრობლემას უნდა მიხედოს და შესაბამისი შეწამლვითი ღონისძიებეი დროულად დაიწყოს.

„სოფელში თხილი, სიმინდი , ხილი თუ განადგურდება აქ გლეხი რატომ უნდა გაჩერდეს, ან რა აზრი აქვს მომავალ წელს ამის დათესვას თუ ისევ ეს მავნებელი გაანადგურებს“, - ამბობენ ადგილობრივები.სოფელ ოდიშის მკვიდრი დოდო ჯიშკარიანი ამბობს, რომ წელს 3 ტონამდე თხილის მოსავალთან ერთად სიმინდიც გაუნადადგურდა.

„ცოტა გვქონდა დათესილი, მაგრამ ისიც გაგვინადგურდა...ასი ტაროდან 20 ვარგა მხოლოდ, მავნებელმა გაანადგურა. ჯერ ადრეა, მაგრამ სიმინდის მოსავალი ავირეთ უკვე, რა აზრი აქვს ლოდინს, ღორებს ვაჭმევთ“,, ამბობს ის.სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, თხილის ბაღების მიმდებარე ფართობებს სააგენტოს სპეციალისტები თერმული ნისლის გამოყენებით ამუშავებენ. ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმა და მიმდინარე კვირიდან ხორციელდება. აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობების დაამუშავება 30 000 ჰექტარზეა დაგეგმილი.
საკარანტინო მავნებელმა სამეგრელოს უმეტეს რაიონებში თხილის თითქმის 80% გაანადგურა.

ახალი ინვაზიური მავნებელი, აზიური ფაროსანა - ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო (halyomorpha halys) - სასოფლო- სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. მავნებელი აზიანებს 200 სახეობის მცენარეს, მათ შორის, ხეხილოვან კულტურებს, თხილს, ვაზს, კენკრას და სხვა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან