თხილის საწარმოს მონახულება სენაკში

17.10.2014 02:55

• 600 000 დოლარანი შეღავათიანი სესხი საწარმოს გადასაიარაღებლად • 220 ადამიანის დასაქმების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში თხილის ბუნებრივი საშრობი და გადამამუშავებელი საწარმო „კედა“ დაათვალიერა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. როგორც პრემიერს საწარმოს მფლობელმა განუცხადა, პროგრამის დახმარებით შენობის სარემონტო სამუშაოებისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად კომპანიამ 600 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო. "ჩვენი ერთ-ერთი პრიოროტეტია მიტოვებული ქარხნების აღდგენა, გადაიარაღება. თანამედროვე ქარხნებისა და საწარმოების გახსნა ხელს შეუწყობს დასაქმებას, ფერმერების მოტივაცია და ეკონომიკა გაიზრდება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, საწარმო მუშაობს ISO სერთიფიკატის მოპოვებაზე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საწარმო, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, თხილის ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანია 220 ადამიანს დაასაქმებს საწარმოების რუკა : http://www.apma.ge/maps/

გაზიარება: