პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციას დაესწრო
ჩემთვის რომ ეკითხათ, რომელია ყველაზე წარმატებული საქმე, რომელიც გამიკეთებია, ვიტყოდი, რომ ეს არის განათლების საერთაშორისო ცენტრი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის სტუდენტების საჭიროებები და თუ ხელისუფლებას მომავალზე ზრუნვა სურს, აქცენტი ახალგაზრდობაზე უნდა გააკეთოს. "განათლებული მომავალი თაობის გარეშე ვერავითარ წინსვლაზე ვერ ვიფიქრებთ. დღევანდელ მსოფლიოში წარმოუდგენელია კონკურენცია, თუ არ გვეყოლება განათლებული თაობა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა. ყოველთვის განვიცდიდი, რომ ჩვენი რესურსები იყო გაფანტული და არ ხდებოდა მათი ეფექტიანი გამოყენება. წლების განმავლობაში არსებობდა მსგავსი პროგრამები, მაგრამ მათ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული ინვესტიციების ეფექტიანობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ახალგაზრდები მიდიოდნენ სასწავლებლად და შემდეგ აღარ ბრუნდებოდნენ", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ასეთი რესურსების დაკარგვის ფუფუნება არ აქვს. მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისინი ქვეყანას სჭირდებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი სტუდენტობის წლები გაიხსენა, როდესაც აშშ-ში სწავლის გაგრძელება, თანადაფინანსების საჭიროების გამო ვერ შეძლო და მოგვიანებით სორბონას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც სწავლა უფასო იყო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სორბონაში მის კურსზე სწავლობდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო ან დიასპორის შენატანებით არსებული ფონდი აფინანსებდა. ვრცლად იხილეთ :http://irakligaribashvili.ge/?p=6454
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის სტუდენტებთან
Giorgi Kvirikashvili
პრემიერი ნიუ იორკში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი
Giorgi Kvirikashvili
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტუდენტების შეხვედრა პრემიერთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე
Irakli Gharibashvili