პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
2014 წლის ბოლოსთვის იმერეთის რეგიონში 3 000-მდე დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მიაწოდა. მთავრობის მეთაური დღეს ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და რეაბილიტირებულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს შეხვდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2016 წლისთვის საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებული მწვავე პრობლემა მოეხსნება. „ჩემთვის ყოველთვის ემოციური და საპასუხისმგებლოა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა. დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. სამწუხაროდ, ორი ათეული წლის შემდეგაც დღის წესრიგში დევნილთა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებითა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი დგას. ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. დევნილების ფართობით უზრუნველყოფა 2016 წლისთვის საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა დევნილს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილებთნ შეხვედრისას. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ ქუთაისში იგეგმებაუპეცედენტო მასშტაბის სამშენებლო პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. შედეგად ბინით დაკმაყოფილდება 8 ათასი დევნილი. პროექტის ღირებულება 103 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებში დევნილებიც ჩაერთვებიან. ზესტაფონში დევნილებს ორი რეაბილიტირებული ობიექტი გადაეცათ. რუსთაველის #6 და უზნაძის #142-ში მდებარე ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და 2013 წელს დასრულდა.პროექტის ფარგლებში 134 საცხოვრებელი ბინისრეაბილიტაცია განხორციელდა, ბინებით რეგიონში 1672 დევნილი დაკმაყოფილდა.
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
20:21
პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
Georgian Government
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
Irakli Garibashvili
პრემიერ მინისტრი სტუმრად ზესტაფონში
Rioni.TV
#დილისმოამბე/ 19 იანვარი, 2017
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 27 აგვისტო, 2023 წელი
TV IMEDI
პრემიერ მინისტრი ზესტაფონის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმ...
ტვ არგო / TV ARGO
პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა...
Gigo Jandieri
პრემიერი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში იმყოფებოდა
Giorgi Kvirikashvili