#დილისმოამბე/ 19 იანვარი, 2017

18.01.2017 56:05

• საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს აბრეშუმის გზის პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოვა. • ”არაკვალიფიციური და უარგუმენტო”, ასე აფასებს პრეზიდენტის პოზიციას გაზპრომთან დაკავშირებით კახი კალაძე. • საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის მინისტრის მისვლის საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. • ენერგეტიკის მინისტრის მიერ კომპანია ,,გაზპრომთან” მიღწული შეთანხმების საკითხზე გაკეთებულ განმარტებებს არადამაჯერებელს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. • ,,გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებას კვლავ მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციაში. • ,,გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრმა განმარტებები გააკეთა. • არა გაზპრომს- ამ ლოზუნგით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქცია პლატფორმა ,,დაიცავი თავისუფლების” ინიციატივით ჩატარდა. • ხვალ თბილისს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ეწვევა. კომისია სამუშაო ვიზიტით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოიწვია. • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა. • იტალიაში რამდენიმე საათის შუალედით მომხდარ ოთხ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. • შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა თანამდებობიდან წასვლამდე ბოლო პრესკონფერენციას მართავს. • ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისტემებზე კიბერთავდასხმების რიცხვი გასულ წელს 60 პროცენტით გაიზარდა. • რუმინეთში საყოველთაო ამნისტიის წინააღმდეგ მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. • რუსეთმა და თურქეთმა სირიაში, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, პირველი ერთობლივი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს. • “ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა”-ასე ქვია ალბომს, რომლის პრეზენტაციაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. • “ლიტველი ებრაელები რკინის ფარდის მიღმა”- ასეთი სახელწოდების გამოფენა გაიხსნა საქათველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში. • ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის პროფესორ თეიმურაზ ფაფერაშვილის გამოფენას მასპინძლობს. • დღეს ნათლისღებაა. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ლიტურგია ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. • ნათლისღება ბათუმში ტრადიციულად ზღვაში შესვლის რიტუალით აღინიშნა. • ტრადიციულად საყოველთაო ნათლობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქის ნათლული, კიდევ 780 მდე ბავშვი გახდება. • სტუმარი - პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. თემა - “სეზონური ვირუსები”. დილის #ეკონომეტრი დავით ლაბაძესთან ერთად: • თავისუფალი ვაჭრობა ჰონგ-კონგთან • უძრავი ქონების რეგისტრაცია • საქართველოს ცემენტის ასოციაცია • ზესტაფონში ქარის ელექტროსადგური აშენდება • ბანკების არაპროფილური ბიზნესი • ირანის შემოსავლები ნავთობიდან • აზერბაიჯანის ეკონომიკა 3.8 % შემცირდა • ლექსუსის იახტა • ვალუტის კურსი სტუმარი - დავით ასლანიშვილი, ეკონომისტი. ‎ თემა - “ბანკების არაპროფილური აქტივები”. სპორტი #დილისმოამბეში გიორგი თვალაბეიშვილთან ერთად

გაზიარება: