პრემიერმა დიასპორული ფორუმის მონაწილეებს მიმართა
სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება; ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის გარშემო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის მონაწილეებს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს უნიკალურ რესურსებსა და დიასპორასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხია და კატასტროფაა, რომ დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მილიონზე მეტი მოქალაქე კი საზღვარგარეთ იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველების წასვლა სამშობლოდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა და მათი უმეტესი ნაწილი უკან აღარ დაბრუნებულა. „ჩვენ ყოველთვის ვართ იდეის ძიებაში, რაც მათ სამშობლოში დაბრუნებას გადააწყვეტინებს. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ფინანსური, სახელმწიფოებრივი, ინტელექტუალური რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ. თითოეული მოქალაქე სახელმწიფოსთვის უძვირფასესია. მთავარი პრობლემა ჩვენი რესურსების არაეფექტურად გამოყენებაა. ჩემი დავალებით, ყველა რეგიონის პოტენციალის დეტალური შესწავლა განხორციელდა და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა, ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ღარიბი ადამიანები. ჩვენი მთავარი პრობლემაა ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ ბრუნდებიან საქართველოში ჩვენი შვილები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვრცლად იხილეთ: http://irakligaribashvili.ge/?p=6018
Irakli Gharibashvili-ის სხვა ვიდეოები
„თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია
01:40
საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა
33:54
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი მსოფლიო ბიზნესლიდე...
07:51
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარ...
25:23
პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენც...
01:31
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
05:12
პრემიერ-მინისტრი ზესტაფონში მცხოვრებ დევნილებს შეხ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერმა მწვანე შუქი აუნთო ძალადობას. თავის ინტერპრეტაციას...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერმა მედიასთან განმარტება გააკეთა ბრატისლავაში გამართულ...
TV IMEDI
ირაკლი ღარიბაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუს...
Irakli Garibashvili
პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა
TV IMEDI
პრემიერმა 2019 წლის ბოლო მთავრობის სხდომა გამართა
TV IMEDI
პრემიერმა ბათუმში გარემოსდაცვითი მინისტერიალი გახსნა
netgazeti ge