სტეიკი | შეფი ლუკა ნაჭყებია

03/09/2021
Taste Corporation-ის მიერ

🥩 ცუდი ხორცისგან კარგი სტეიკი ვერ გამოვა,
🤪 თუმცა, ცუდი სტეიკის დამზადება კარგი ხორცისგანაც შესაძლებელია, თუ რამდენიმე, მარტივ წესს არ მიყვებით. ☝🏻
#Lukasrules

გამოგვყევით:
facebook:   / chef.cave​​​​​  
instagram:   / chef.cave​​​​​  


MUSIC: Epidemicsound
---------------------------------------------------------------

მომზადების წესი:

გაწმენდილი კარაქის მომზადება (არა მჟავე ერბო)
ინგრედიენტები:
• სიუვიდის კომბინაცია
• სტეიკის ნაჭერი - 400-600გ
• მდოგვი მარცვლოვანი - 4-5გ
• თევზის სოუსი - 3-4გ
• კარაქი - 15გ
• ნიორი - 5გ

მზად ხართ?
პირველ რიგში, კარაქი გავალღვოთ სქელ ძირიან ქვაბში და გავაცხელოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ გამჭვირვალე მასას; ნაწილი ცილა თავზე ამოქაფდება, ნაწილი კი დაილექება. ამოქაფებული მასა შეინახეთ საკაზმად გამოსაყენებლად.

ბუნებრივია, არსებობს ბევრნაირი კომბინაცია.
ეს ერთ-ერთია - ხორცს რამდენიმე წამით ტაფაზე დავბრაწავთ ყველა მხრიდან დასასტერირებლად, შემდეგ მოვათავსებთ ვაკუუმის პარკში, ჩავაგებთ შიგნით კარაქს, მდოგვს, ნიორს და თევზის სოუსს, რომელიც გემოს კიდევ უფრო გაამდიდრებს. დავავაკუუმოთ.
თუ გსურთ წმინდა ხორცის გემო შეიგრძნოთ, დაივიწყეთ ყველაფერი, სტეიკს მარილის გარდა არაფერი სჭირდება !
ხორცს დავაცადოთ 1.5 საათი 58 გრადუსზე სიუვიდში, ან 1 საათი - 60 გრადუსზე.
სიუვიდის შემდეგ, დაბრაწეთ 30 წამის განმავლობაში.
შემდეგ, დეგუსტაციის დრო დგება. აუცილებელი მოთხოვნაა ყბისა და კბილების საშუალებით დაქუცმაცება, გადაყლაპვა და სასიამოვნოდ ამოოხვრა.




წმინდა სტეიკი
ინგრედიენტები:
• რაპსის ან სხვა გამძლე ზეთი - იმდენი რომ ტაფის ძირი დაიფაროს.
• სტეიკის ნაჭერი - 400-600გ
• მდოგვი - 5-10გ
• ნიორი - 1 კბილი, დამტვრეული
• კარაქი ან ანადუღარი კარაქის ცილა - 20-25გ
• მარილი - 5-7 გრამი

მომზადების წესი:
• სქელ ძირიან ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავაცადოთ გაცხელება, შემდეგ კი - ზედმეტი ცხიმი გადავასხათ.
• სტეიკის ნაჭერი დავამარილოთ ორივე მხრიდან.
• ტაფა გავაცხელოთ იქამდე სანამ ზეთი ბოლს არ გაუშვებს, ხორცი მოვათავსოთ ტაფაზე, და 2 წუთში ერთხელ, 3-3ჯერ გადავატრიალოთ რათა საშუალოდ შემწვარი ხორცი მივიღოთ.
• ბოლო გადატრიალებისას, წავუსვათ კარაქი და ნივრიანი მდოგვი.
• სტეიკი მაშინაა მზაა, როცა ძვალთან ტემპერატურა, 60 გრადუსს შეადგენს. ტაფიდან ამოღების შემდეგ, ხორცი კიდევ 1-2 გრადუსს მოიმატებს.
• კიდევ 4 წუთი სტეიკის დასვენებას დაუთმეთ და შემდეგ გემრიელად მიირთვით.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან