ანტრეკოტის სტეიკი | შეფი ლევან კობიაშვილი
კიდევ ერთი ვიდეო სადაც სტეიკს განსხვავებულ გემოვნურ თვისებებს აღმოაჩენთ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. #ანტრეკოტი #სტეიკი #ყველი გამოგვყევი: instagram: / facebook: / chef.cave tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave? ________________________________ სტეიკი სოკო შიტაკე და ქამა ღვინო ხახვი ნიორი ქინძი ოხრახუში პიტნა კამა ყველი კარაქი ბულიონი ხორცი დავამუშაოთ. ამოვიღოთ ძვალი და ძარღვი დავსეროთ. დავჭრათ ხახვი წვრილად, 1 კბილი ნიორი ასევე წვრილად. დავჭრათ ასევე ქამა სოკო მედალიონებად. ამავდროულად ხორცი კარგად დავამარილოთ და მოვაყაროთ ასევე პილპილი გავაცხელოთ ტაფა ზეთთან და კარაქთან ერთად და დავიწყოთ სტეიკის შეწვა 4-4 წუთით თითო მხარეს. ამის შემდეგ სტეიკი დავასვენოთ და იგივე ცხიმში მოვამზადოთ ღვინის სოუსი. დავასხათ წითელი ღვინო და ვადუღოთ ალკოჰოლის ამოქრობამდე. დავუმატოთ საქონლის სტოკი. დუღილის შემდეგ სოუსი გადავწუროთ. დავუმატოთ ცოტაოდენი კარაქი და შევასქელოთ სიმინდის სახამებლით. პარალელურად კი დავიწყოთ სოკოს მოთუშვა. ცხელ ტაფაზე დავყაროთ წვრილად დაჭრილი სოკო. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ქინძი, ოხრახუში, პიტნა გადავკეპოთ წვრილად და დავუმატოთ. ყველა კომპონენტის მომზადების შემდეგ კერძი ავაწყოთ სასურველ ფორმაში, ზემოდან დავადოთ ყველი და შევდგათ ღუმელში 6 წუთით 235 გრადუსზე. სტეიკი ღვინის სოუსით მზადაა. გემრიელად მიირთვით !
მსგავსი ვიდეოები
სტეიკი | ლევან კობიაშვილი
Taste Corporation
ანტრიკოტი ღვინის სოუსით | ლევან კობიაშვილი
Taste Corporation
Rib eye steak in pork caul fat - საქონლის ანტრეკოტის სტეიკი...
გურმანია - მთვრალი კერძები - ხბოს სტეიკი ღვინის სოუსით და მს...
გურმანია
გურმანის ეკალი - ანტრეკოტის ხორცები დრუპის შესრულებით
POS TV
ღორის ანტრეკოტი თეთრ ღვინოში | დღის რეცეპტი იმედზე
TV IMEDI
ღორის ანტრეკოტი კარამელიზირებული მსხლით
Nikora
ახალი მაღაზია “ანტრეკოტი” ფალიაშვილის 82-ში
Business Media Georgia