ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორანდუმი გააფორმა


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტი კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობს ხელს. ოფიციალურ დოკუმენდს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძემ და სასწავლებლის რექტორმა თამარ გარდაფხაძემ მოაწერეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქვემო ქართლის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სამხარეო ადმინიტრაციაში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შესთავაზა. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #ტურიზმისგანვითარება2019 #მემორანდუმი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან