"გატრო ტური" რუსთავი-2 "სხვა შუადღე" 11.22.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კულინარიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროექტს აგრძელებს, რიგით მეორე გასტრონომიული ტური სამეგრელოს შემდეგ კახეთში გაიმართა. პროექტის მიზანია სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირება. „გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი ,,გასტრო ტური’’ დაიწყო. რიგით მეორე ტური სამეგრელოს შემდეგ კახეთში ჩატარდა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ წამყვანი შეფ-მზარეულები, ასევე მედიის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში შეფ-მზარეულები კულინარიის მიმართულებით კახეთში ტრადიციულ კულტურას და კულინა რიას გაეცნენ, რომლის ინტეგრირებაც ახალ თანამედროვე რესტორნებში მოხდება. ეს მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტია რეგიონისთვის, რადგან ერთის მხრივ ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესების განვითარებას და მეორე მხრივ მოხდება ქვეყნის ისევე როგორც რეგიონის პოპულარიზაცია და პოზიციონირება კულინარიული მიმართულებით.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. ინფორმაცია ვრცლად: https://cutt.ly/beCppfh
Georgian National Tourism Administration-ის სხვა ვიდეოები
03:19
30 12 2019 მაესტრო 15 00 ტურიზმის ანგარიში- 201...
01:31
15 09 2020 მაესტრო ახალი ამბები 10 00 საქართვე...
05:10
15 09 2020 იმედი 11 00 გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგ...
01:20
15 09 2020 რუსთავი 2 კურიერი 18 00 თბილისში ხ...
01:36
16 09 2020 იმედი ქრონიკა 09 00 აღმასრულებელი...
09:58
16.09.2020 რუსთავი 2 UNWTO აღმასრულებელი საბჭო თბი...
01:14
06.06.2021 მაესტრო. გასტროტური კახეთში