30 12 2019 მაესტრო 15 00 ტურიზმის ანგარიში- 2019 წელს 9 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში მთავრობა ქვეყნის ტურისტული მაჩვენებლით კმაყოფილია. 2019 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად 9 მლნზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეაჯამა წელი. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მმართველი გუნდის, წევრებთან ერთად დაესწრო. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა. წლის ანგარიში საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. საქართველოს პირველად ისტორიაში 9 მლნ-ზე მეტი ტურისტი ეწვია და ეს მოხდა სწორედ 2019 წელს. მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ეს რიცხვი არის გაზრდილი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და ეს რიცხვი არის რეკორდული. "ჩვენი წელი ბუნებრივია იყო გამოწვევებით სავსე, თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მთავრობის დაუღალავი შრომით და სწორი გატარებული პოლიტიკით, ისევე როგორც კერძო სექტორთან მკაფიო და მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მივაღწიეთ რეკორდული მაჩვენებლის ისტორიულ ნიშნულს. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ასევე გავუზიარეთ დამსწრე საზოგადოებას ყველა ის ქვეყანა, რომელიც შემადგენლობაში შედის ტოპ 15-ში. გამოკვეთილად გამოვიტანეთ ევროკავშირის ქვეყნების (1:19 წთ) განსაკუთრებული ზრდა," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილი. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წლის შემჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მერი - ისინი თანხმდებიან, რომ ტურიზმის სფერო არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ასევე იქნება 2020 წელს. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლოს. "9 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა წელს საქართველოს. 5 მლნ ტურისტი 4 დღეზე მეტხანს იმყოფებოდა საქართველოში და ერთიანმა შემოსავალმა სახელმწიფოსთვის ტურიზმის ინდუსტრიიდან შეადგინა 3 მლრდ დოლარზე მეტი," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. "ნამდვილად მეამაყება, როგორც დედაქალაქის მერს, რომ ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა იზრდება," - აღნიშნა კახი კალაძემ.
Georgian National Tourism Administration-ის სხვა ვიდეოები
02:13
"გატრო ტური" რუსთავი-2 "სხვა შუადღე" 11.22.2019
03:19
30 12 2019 მაესტრო 15 00 ტურიზმის ანგარიში- 201...
01:31
15 09 2020 მაესტრო ახალი ამბები 10 00 საქართვე...
05:10
15 09 2020 იმედი 11 00 გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგ...
01:20
15 09 2020 რუსთავი 2 კურიერი 18 00 თბილისში ხ...
01:36
16 09 2020 იმედი ქრონიკა 09 00 აღმასრულებელი...
09:58
16.09.2020 რუსთავი 2 UNWTO აღმასრულებელი საბჭო თბი...
01:14
06.06.2021 მაესტრო. გასტროტური კახეთში
მსგავსი ვიდეოები
2010-2018 წლებში საქართველოში ავტობიზნესის წლიური ბრუნვა თით...
Maestro Television
27 11 2019 მაესტრო 21 30 ბრიტანეთში საქართველო 2020 წლის ტ...
Georgian National Tourism Administration
კელი დეგნანი - აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოში
Maestro Television
ტელეკომპანიები „იმედი“ და „მაესტრო“ ამ დრომდე შეფერხებით მაუ...
TV IMEDI
1 დოლარის ფასი 2.8870 ლარია
Maestro Television
ცესკო: 12 საათისთვის მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 13,2%...
Maestro Television
მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა
Maestro Television
სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 1 პირი და...
Maestro Television