ხელოვნება გვამეგობრებს (ვიდეო რგოლი)

12/23/2013
Gia Jvarsheishvili-ის მიერ

ხელოვნების ინკლუზიური სწავლების პროექტი „ხელოვნება გვამეგობრებს\"

--------------------------------------------------------------------------------------------------

პროექტი „ხელოვნება გვამეგობრებს\" ხორციელდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით

მხარდამჭერები
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო
კრეატიული სტუდია \"iGeo\"
შემოქმედებითი სივრცე „კანდიდუსი\"

პროექტის განხორციელების ხელშეწყობაში განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით
N 21 საჯარო სკოლის ადმინიტრაციას და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს

პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ჩართვას სახელოვნებო სწავლებაში, მათი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენას, რეალიზაციას და პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას.

პროექტი ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს, მასში ჩართულია N21 საჯარო სკოლის 100 მდე, მათ შორის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საახალწლო წარმოდგენის გამართვა 24 დეკემბერს და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება.

შემოგვიერთდით facebook გვერდზე Candidus
https://www.facebook.com/CSCandidus

შემოქმედებითი სივრცე „კანდიდუსი\", თავის თავში მოიაზრებს სალონს და სოციალურ საწარმოს, სადაც გაიყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული შშმ ადამიანთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
აგრეთვე, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შემსწავლელ სახელოსნოს, სადაც ნებისმიერ შშმ ბავშვსა თუ მოზარდს უსასყიდლოდ შეეძლება, სახელოვნებო არაფორმალური განათლების მიღება, მისაწვდომ ფიზიკურ და ინკლუზიურ გარემოში, ადაპტირებული მეთოდოლოგიით და კვალიფიციური სპეციალისტების ხელშეწყობით.

ა/ო \"ვიმეგობროთ\" გილოცავთ დამდეგ ახალ 2014 წელს ^^