საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - ხელოვნება გვამეგობრებს

12/27/2013
Gia Jvarsheishvili-ის მიერ

ხელნაკეთი ნივთები შექმნილია N21 საჯარო სკოლის 100 მდე, მათ შორის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების, მოხალისეების და მათი მეგობრების მიერ ♥ ხელოვნების ინკლუზიური სწავლების პროექტ „ხელოვნება გვამეგობრებს\" ფარგლებში


გვეწვიეთ 29 დეკემბერს 12:00 დან გვიან საღამომდე :)
სავაჭრო გალერეა რუსთაველის 42 სა და კინოთეატრ რუსთაველში.

-------------------------------------------------------------------------------------
პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ჩართვას სახელოვნებო სწავლებაში, მათი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენას, რეალიზაციას და პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას.


პროექტი „ხელოვნება გვამეგობრებს\" განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით

პროექტის მხარდამჭერები
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო
კრეატიული სტუდია \"iGeo\"
შემოქმედებითი სივრცე „კანდიდუსი\"

----------------------------------------------------------------------------------------------
შემოქმედებითი სივრცე „კანდიდუსი\", თავის თავში მოიაზრებს სალონს და სოციალურ საწარმოს, სადაც გაიყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული შშმ ადამიანთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. აგრეთვე, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შემსწავლელ სახელოსნოს, სადაც ნებისმიერ შშმ ბავშვსა თუ მოზარდს უსასყიდლოდ შეეძლება, სახელოვნებო არაფორმალური განათლების მიღება, მისაწვდომ ფიზიკურ და ინკლუზიურ გარემოში, ადაპტირებული მეთოდოლოგიით და კვალიფიციური სპეციალისტების ხელშეწყობით.

მეტი ინფორმაციის მისაღებად მოიწონეთ ჩვენი facebook გვერდი:
  / cscandidus