საახალწლო ღონისძიებები გარდაბანში

03.01.2024 01:31

გარდაბანში ახალი წლის დღეების ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიება შუადღის 14:00 საათიდან დაიწყო. ქალაქის მთავარ მოედანზე სანტას, ელფებისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა მოეწყო. გაიმართა საშობაო ბაზრობა. ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო საბავშვო სივრცეები, სადაც პატარებს საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩებისა და მისალოცი ბარათების დამზადება თავად შეეძლოთ. დღევანდელ ღონისძიებას ქართველი შემსრულებლების გალაკონცერტი დაასრულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: