მაღაროელების აქცია „ჯორჯიან მანგანეზის“ ქარხანასთან
გაფიცვის მეშვიდე დღე ჭიათურაში. მაღაროელების ნაწილმა „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალ ქარხანასთან გადაინაცვლა. მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციამ უცხოელი სპეციალისტები ჩამოიყვანა და მათი მეშვეობით აღადგინა ქარხნის მუშაობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მენეჯმენტი ამ ქმედებით ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს დასაქმებულების ნაწილი მუშაობის გაგრძელებაზე თანახმაა. მაღაროელების ნაწილი ქარხნის ცენტრალურ შესასვლელთან დგას. მათი განცხადებით, სატვირთო მანქანებს არ გაატარებენ. კომპანიას და ხელისუფლებას პროტესტის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 8 საათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირის ამოკერვით იმუქრებიან. შეგახსენებთ, მაღაროელები ხელფასების მომატებას ითხოვენ, თუმცა არ თანხმდებიან 10 და 15 პროცენტით მატებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი აქციას მართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტი ჭიათურაში გრძელდება - გაფიცული მაღაროელები ხელფასის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღაროელთა პროტესტი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაფიცვა ჭიათურაში
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
„შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე“ - აქცია ჭიათურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღაროელების აქცია თბილისში გაგრძელდება
Formula News