ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ

23.04.2021 03:49

ჭიათურაში მოქმედი ყველა მაღარო გაჩერებულია - მაღაროელების გაფიცვის გამო, სამუშაო პროცესი დილიდან შეწყდა. კომპანია „ჯორჯია მანგანეზში“ დასაქმებულები ხელფასების 50%-ით მატებასა და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას ჭიათურის მერიასთან მართავენ.

პარალელურად, აქცია იმართება სოფელ​ შუქრუთის მოსახლეობის მიერ. მათი განცხადებით, სოფელში მადნის მოპოვებითი სამუშაოების გამო, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ.

ნინო ფისაძე დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog