ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი აქციას მართავს
ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებში კომპანიის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ერთხელ უკვე შეხვდნენ კომპანიის ხელმძღვანელებს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. განცხადებას ავრცელებს „ჯორჯიან მანგანეზიც,“ სადაც აღნიშნულია, რომ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილზე გასვლაზე უარი განაცხადა და საკვების ხარისხის გაუმჯობესება მოითხოვა. ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს და საკითხის მოგვარების პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე კი უარი განაცხადეს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია, – აღნიშნულია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მაღაროელების აქცია „ჯორჯიან მანგანეზის“ ქარხანასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობას განაგრძობენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 12 | ჭიათურქალაქობა | 26.09.12
GeoArchive
„შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე“ - აქცია ჭიათურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიათურაში, მაღაროელების ნაწილი "ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზე...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster