პროტესტი ჭიათურაში გრძელდება - გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50 პროცენტითს მომატებას მოითხოვენ
პროტესტი ჭიათურაში გრძელდება - გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50 პროცენტით მომატებას მოითხოვენ. მაღაროელები აქციის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას, მაისისთვის ხელფასის 250 ლარით მატებაზე, მაღაროელები არ თანხმდებიან. დღეს აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაგრძელდა. მსგავსი მოთხოვნით ქალაქის ცენტრში აქციებს 2019 წელსაც მართავდნენ, მაშინ დასაქმებულებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და ხელფასი 35 პროცენტით გაიზარდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელებს შეთავაზება ამჯერადაც გაუკეთა და თითოეულ დასაქმებულს ხელფასის წელიწადში 3.200 ლარით მომატება შესთავაზა. ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, შედეგიანად დასრულდა მოლაპარაკება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებთან. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, შემდგარი შეთანხმების მიხედვით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშა-მოსამსახურეების ანაზღაურება მაისიდან 250 ლარით გაიზრდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაფიცული მაღაროელების პროტესტი გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შიმშილობის მე-11 დღე და სოლიდარობის აქციები ჭიათურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
მაღაროელების პროტესტი გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ჭიათურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster