აქცია საპატრიარქოსთან

01/09/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

ინციდენტი საპატრიარქოსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოების ნაწილი ილია მეორის საშობაო ეპისტოლის რამდენიმე პასაჟის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. მათ ადგილზე \"საქართველოს სახალხო დარბაზის\" წარმომადგენლები დახვდნენ.
აქცია, სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. ინიციატორებს სურდათ, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გაეპროტესტებინათ. ამასთან, მხარდაჭერა გამოეხატათ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვებისა და გენდერული თანასწორობისადმი.
უმცირესობები, ზნეობა, ოჯახი, ხელოვნური განაყოფიერება, ქალთა შრომითი საქმიანობა და მათი ძირითადი ფუნქცია.. ამ და სხვა საკითხებს შეეხო პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში, რომელმაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საპატრიარქომ მცირე ხანში განმარტებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეკლესია ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს არ უპირისპირდება და რომ მათ განსაკუთრებული დალოცვა სჭირდებათ.
პატრიარქის ეპისტოლეს ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ადამიანებს, რომლებმაც პატრიარქს ხელოვნურ განაყოფიერებაზე რეკომენდაციები მიაწოდეს, საკითხის უკეთ შესწავლა მართებთ.
საპატროარქოსთან მომხდარი ინციდენტისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფისა და პლაკატების დახევისათვის, ხუთი ადამიანი დააკავა. საპატრიარქომ კი მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს.
სიუჟეტი მომზადებულია პროექტ, გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ფონდის, კვინა ტილ კვინას ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/