MOE: შეხვედრა ბუნებრივ კატასტროფებზე

31.05.2012 01:23

http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G... გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისმა ბუნებრივი კატასტროფების შესახებ რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმა გახსნა. შეხვედრა „პარტნიორობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად" (PEDRR) თანამშრომლობით გაიმართა და მისი მთავარი თემა იყო „ეკოსისტემაზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის შემცირება მდგრადი განვითარებისათვის". სემინარში ევროსაბჭოს, გაეროს, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და კავკასიის რეგიონის სპეციფიკის შესახებ მსჯელობდნენ. მონაწილე მხარეებმა მიმდინარე წლის განმავლობაში საჭიროებათა შეფასება მოახდინეს. საქართველო აქტიურად არის ჩართული მსოფლიო კლიმატის ცვლილების სადააპტაციო და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამებში. ამ მიმართულებით ქვეყანაში რამდენიმე საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო კატასტროფათა რისკის შემცირების და მდგრადი განვითარებისაკენ მიმართული ეკოსისტემური სერვისების გამოყენებით მიღებული სასარგებლო შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ეკოსისტემების მართვის გაძლიერება და რეგიონული თანამშრომლობის გაუმჯობესება ეკოსისტემების მართვის, კატასტროფათა რისკის შემცირების, კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და განვითარების სექტორში.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: შეხვედრა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე
01:09

MOE: შეხვედრა სხვადასხვა სექტორული მიმართულებით გარემოსდაცვი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორთან
01:02

MOE: შეხვედრა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის საა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა გარემოსდაცვით საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ
00:57

MOE: შეხვედრა გარემოსდაცვით საკითხებზე სამომავლო თანამშრომლო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის არსებულ გარემოსდაცვით საკითხებზე
01:04

MOE: შეხვედრა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის არსებულ გარე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: შეხვედრა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში
01:03

MOE: შეხვედრა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ნინო შარაშიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
01:14

MOE: ნინო შარაშიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ
02:11

MOE: ურთიერთგაგების მემორანდუმი კატასტროფების რისკის შემცირე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

MOE: სამინისტროში კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
01:03

MOE: სამინისტროში კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო