MOE: სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...

ბორჯომის რაიონის სოფლების - ტაძრისის, წაღვერის და ჭობისხევის მოსახლეობის მიერ ბორჯომის გამგეობის წინ გამართული აქციის შემდეგ აქციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე შეხვდნენ. წლების განმავლობაში ბორჯომის მოსახლეობა ტყის უკანონო ჭრას ყოველგვარი აკრძალვების გარეშე ახორციელებდა. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ, აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ბიძინა გიორგობიანმა და დიმიტრი ბერიძემ ადგილობრივებს, რომლებიც, ტყის უკანონოდ ჭრის გამკაცრებულ კონტროლს აპროტესტებდნენ, იმ საპილოტე პროგრამის დეტალები გააცნეს, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ხე-ტყის მოპოვება კანონის ფარგლებში გამარტივებული რეგულაციებით განახორციელონ.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან