ენმ ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

09/28/2018
Radio Atinati-ის მიერ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვს. პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას თქმით, ამ დროის განმავლობაში ოლქსა და უბნებზე 140-ზე მეტი საჩივარი დაიწერა და საარჩევნო პროცესები არაორგანიზებულად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ზოდელავამ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ კომისიების თავმჯდომარეებს და მათი მოადგილეებს, რომლებსაც ამ პირობებში არ სურთ მუშაობა, მირანდა მესხი მათზე ზეწოლას ახორციელებს.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან