10 ყველაზე საზიზღარი ტკბილეული ★ ტოპ ფაქტები ★

04/06/2018
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / topfaqtebi  
► ინსტაგრამი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ ათი ყველაზე საზიზღარი ტკბილეულის შესახებ:

10. ყურის გოგირდი
მიუხედავად იმისა, თუ როგორი გემო აქვს აღნიშნულ ტკბილეულს, ყურის ფორმის კონტეინერში მოთავსებული გოგირდის შეფერილობისა და კონსისტენციის მქონე მოყვითალო მასა უარყოფით ასოციაციებს იწვევს. ტკბილეულს საკუთარი სპეციალური ბამბის ჩხირიც კი მოყვება, რომლითაც ტკბილეული უნდა მიირთვათ.
9. ტკბილი ნაწიბურები
ისევე, როგორც ყურის გოგირდის შემთხვევაში, აღნიშნული ტკბილეულის პრობლემა არა იმდენად გემოში, არამედ უფრო მის ფორმასა და მის მიერ გამოწვეულ ასოციაციებშია. სიტყვა scab ინგლისურად ჭრილობაზე გადაკრულ შედედებულ და გამხმარ სისხლს აღნიშნავს. ტკბილეულში, ყალბი სისხლის გარდა, სისხლიანი სამედიცინო ლეიკოპლასტირიც შედის.
8. დაბელ ზაუტი (ორმაგი მარილი)
ამ ჰოლანდიურ კანფეტს რამდენიმე უარყოფითი თვისება აქვს: 1) მისი ერთერთი ძირითადი კომპონენტი პარკოსანი მცენარე ძირტკბილაა, მისი მეორე ძირითადი კომპონენტი კი - მარილია. დიახ, არ მოგჩვენებიათ. კანფეტის სახელიც, დაბელ ზაუტი, ჰოლანდიურად ითარგმნება როგორც ორმაგი მარილი. მოკლედ, ჰოლანდიური ტკბილეული სულაც არაა ტკბილი.
7. დურიანის ტკბილეული
დურიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ხილია, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ წარმოუდგენლად საშინელი სურნელი გააჩნია. საკვების ერთი კრიტიკოსის თქმით „დურიანის არომატი ხახვის, ღორის ექსკრემენტებისა და ჭუჭყიანი წინდების ნაზავს წარმოადგენს“. ქვეყნებში, სადაც დურიანია გავრცელებული, მისი შეტანა საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია. ძნელი წარმოსადგენია რა გემო შეიძლება ჰქონდეს დურიანის ტკბილეულს.
6. გორილას წვინტლი
გორილას წვინტლი (ან ცინგლი, როგორც გენებოთ) აზიაში, კერძოდ კი იაპონიაში გავრცელებული ტკბილეულია, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებშიც გამოჩნდა. გორილას წვინტლი ძირითადად ზოოპარკების ახლოს იყიდება და მის დასამზადებლად ლობიო გამოიყენება. ლობიოს შავ მარცვლებს მანამდე ახმობენ, სანამ ქიშმიშს არ დაემსგავსება, შემდეგ კი ატკბობენ და პაკეტებში ათავსებენ.
5. BeanBoozled
ბინბუზლდ ჯელიბინსის სახეობაა, რომლის თითო კოლოფშიც 10 სხვადასხვა ფერისა და 20 სხვადასხვა გემოს მქონე კანფეტია მოთავსებული. თითოეულ ფერს ორი გემო შეესაბამება - კარგი და ცუდი. ცუდი გემოების სიაში შედის: დაობებული ყველი, დამპალი კვერცხი, ერთჯერადი სველი ხელსახოცები, სკუნსის სპრეი და ა.შ.
ტკბილეულის აღწერა ალბათ ეცნოთ ერთი ცნობილი ფრენჩაიზის თაყვანისმცემლებს. ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტებიც ჰარი პოტერიდან ბინბუზელდის ანალოგიური ტკბილეულია.
4. თინუსის კანფეტი
ჩვენი სიის მორიგი წევრი ტკბილეული საკმაოდ უწყინარად გამოიყურება. კანფეტი წითელ და ყვითელ ბრჭყვიალა ქაღალდშია შეფუთული და სტანდარტულ კანფეტს წააგავს, თუმცა მისი ჩაკბეჩის შემდეგ საინტერესო სიურპრიზი გელით, მისი მთავარი ინგრედიენტი, შაქრის გარდა, თინუსის წვრილი ნაჭრებია. ვინც არ იცით, თინუსი სკუმბრიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი თევზია.
3. ჭრიჭინები
ჭრიჭინები მსოფლიოს ბევრ კუთხეშია აღიარებული, როგორც პროტეინის საკმაოდ მდიდარი წყარო, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში ჭრიჭინების ჭამა, მითუმეტეს ტკბილეულის სახით, ბევრისთვის წარმოუდგენელია. კომპანია ჰოთლიქსის მიერ წარმოებული, სხვადასხვა არომატიანი ჭრიჭინების ყიდვა ამაზონზეც შეგიძლიათ.
2. ჭიანჭველას ტკბილეული
ისევე, როგორც დაშაქრული ჭრიჭინები, ჭიანჭველას ტკბილეული რეალურად უბრალო დამდნარი შაქრის გაფერადებული ნაჭრებია, რომლებშიც ნამდვილი ჭიანჭველების კოლონიაა შერეული.
1. მორიელი
ჰოტლიქსის ჩუპა-ჩუპსი ტკბილია და ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჩუპა-ჩუპსისგან ბევრი არაფრით განსხვავდება, თუმცა, როგორც კი დაშაქრულ ზედაპირს გაცდებით, საინტერესო სიურპრიზი გელით. ყველა კანფეტის შუაგულში ნამდვილი მორიელია მოთავსებული.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
უჩვეულო ფაქტები:    • უჩვეულო ფაქტები  
უჩვეულო ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ცხოველები და მცენარეები:    • ცხოველები და მცენარეები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ინტერნეტი:    • ინტერნეტი

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან