ლაშა მარგიანი — შენ ხარ მიყვარხარ / lasha margiani — shen khar miyvarxar (27 თებერვალი 2019 წ.)
გამოიწერეთ არხი — https://goo.gl/CLC8EY "მანგო ჩემია" — https://goo.gl/6zxwYA "Painting / Живопись / მხატვრობა"— https://goo.gl/6znFgj * * * შენ ხარ - მიყვარხარ და მე ვარ ვინც ამ სიტყვას ვერ გეუბნება... ვისაც არ შეუძლია, მოვიდეს და უბრალოდ, გითხრას, ვისაც ეშინია, რომ თავისს გაგხდის და ამით დაგკარგავს, ვინც უფრთხილდება იმ სამყაროს პატარა ნამცეცს, რომელიც შენ ხარ და ცდილობს, რომ შეგინარჩუნოს, მოუპოვებელი ბედნიერება. შენ ხარ წყალი, რომელსაც შეუძლია დამახრჩოს, მაგრამ არ შეუძლია მომიკლას წყურვილი. შენ ხარ მზე, რომელიც მწვავს, მაგრამ ვერ მათბობს. შენ ხარ ჰაერი, რომელითაც ვერ ვისუნთქებ, მხოლოდ ამოუსუნთქავად უნდა ჩავისუნთქო, იქამდე სანამ ფილტვებს არ დამიხეთქავს. შენ ხარ ცა, რომელშიც ვერასოდეს ვიფრენ. შენ ხარ ზღვა, რომლის ტალღებიც მუდამ სიღრმისკენ მითრევს და ცოცხალს არასდროს არ გამომრიყავს ნაპირისკენ. სისხლი ხარ, რომელიც მაშინ იწყებს მოძრაობას, როდესაც ვენებიდან გამოუშვებენ. შენ ხარ მიწა, რომელშიც ჩავიმარხები, მაგრამ არასდროს არ მიმაქცევს მიწად. შენ ხარ ხელები, რომლებიც ვერაფრით ვერ ჩავკიდე ერთმანეთს და მუხლები, რომლებიც ვერ დავაჩოქე თნაბრად, რომ მელოცა, ეს ლოცვაც შენ ხარ. შენ ხარ ღამე, რომელსაც ვერ გავათენებ ვერასდროს და დღე რომელსაც ვერ დავაღამებ. თვითონ ხარ მოლოდინიც და სიშორეც. შენ ხარ ჩემი ნერვებით დაწნული ყულფი, რომელშიც თავის ნაცვლად გული უნდა გავყო. შენ ხარ გზა, რომელსაც არც შენთან მოვყავარ, არც შენგან მივყავარ, რომელიც შენი სულის გარშემო ტრიალებს წრეზე. ჩემი ნაბიჯების საზიზღარი ხმა, რომელიც ვერასოდეს დააყრუებს იმ ცარიელ ქუჩას რომელიც შენ ხარ. შენ ხარ სიმარტოვე, რომელიც ჩემს სულზე მეტია ჩემივე სხეულში და ის სიკვდილის შემდეგაც არ დამტოვებს მარტოს, იმდენად უნაკლო ხარ, რომ სრულყოფილება არ შეგიძლია და მე ვიქნები შენი ნაკლი. შენ ხარ სიჩუმე, რომელიც მარღვევს. შენ ხარ ფანჯარა, რომლიდანაც ვერასდროს ვერ გავიხედავ, ვერც გამოვაღებ და ვერც მის ფარდებს ამოვეფარები. შენ ხარ ფანჯარა, რომლიდანაც უნდა გადავხტე. შენ ჩემი ავადმყოფობა ხარ, რომელიც მაშინ იკურნება, როდესაც კლავს. შენ ხარ სიცოცხლე, რომელიც შეიძლება, მხოლოდ მინდოდეს. შენ ხარ სინათლე, რომელიც ვერასოდეს ვერ მოაღწევს ჩემამდე და ვერ გამინათებს ვერც ოთახს, ვერც გზას, რომელსაც მუდამ შორიდან უნდა ვხედავდე და მხოლოდ უნდა მეგულებოდეს, მიუწვდომელი, როგორც ცაში ვარსკვლავები, როგორც სულში ღმერთი. შენ ხარ ყველაზე ხელთუქმნელი, თანდაყოლილი და თვითმყოფადი რამ ჩემში. შენ ხარ... და მე შემიძლია მხოლოდ ვიოცნებო შენზე.
ჩემი ცხოვრება-ის სხვა ვიდეოები
"და ყველაზე მარტივი ჩემთვის არის სხვების დახმარება...
ნანკა კალატოზიშვილი სიმართლეს ამბობს აქციის შესახე...
Max Machaidze — აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის"
01:23
ბაქარი და თენგოი - 3000 ლარის მოგება — ჩემი ცოლის...
03:35
Nika Machaidze (Nikakoi) feat Tusya Beridze - Walk...
03:31
გემრიელი მჟაუნას სუპის ვიდეო რეცეპტი / gemrieli mj...
30:09
27 თებერვალი — 2019 | დასაწყისი — პირველი ნახევარი...
01:12
ქათმის უგემრიელესი რულეტის ვიდეორეცეპტი / კულინარი...
მსგავსი ვიდეოები
ლაშა მარგიანი — ვუელა / lasha margiani — vuela (27 თებერვალ...
ჩემი ცხოვრება
ბუ \u0026 კოლხი მედეა - გალაქტიკა / bu \u0026 kolxi medea -...
ბ უ
ლაშა მარგიანი — ლექსი დედას / lasha margiani — leqsi dedas (...
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილი — მე ვარ გზა!..
Nikala Art
ლაშა მარგიანი — ღმერთო, ნეტა, მე უფრო მეტჯერ მიკითხავს შენთვ...
ჩემი ცხოვრება
ლაშა მარგიანის — ყვითელი დღეები / lasha margianis — kviteli...
ჩემი ცხოვრება
ლაშა მარგიანი — წითელი პარასკევი "მე ვცადე მაინც" / lasha ma...
ჩემი ცხოვრება
ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / nika dzamiashvili — psych...
Nikala Art